სამედიცინო წარმომადგენელი

თბილისი სრული განაკვეთი 4Hospitals
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
სამედიცინო: სამედიცინო წარმომადგენელი
4Hospitals“ სამედიცინო კომპანიაა, რომელიც 2014 წლიდან ახორციელებს სამედიცინო პროდუქციისა და სერვისის მიწოდებას კლინიკებისთვის. კომპანიის განაცხადია ,,ხარისხი პროცესის თითოეულ ეტაპზე’’ _ შესაბამისად კომპანიის მოღვაწეობა ეფუძნება თანამშრომლებთან და კლიენტებთან გრძელვადიანი პარტნიორობის პრინციპებს;

"4Hospitals" აცხადებს ვაკანსიას სამედიცინო წამომადგენელის პოზიციაზე ლაბორატორიის მიმართულებით.

სამუშაო ადგილი: თბილისი, ლუბლიანას N28.
განაკვეთი: სრული

სამუშაოს აღწერილობა:
  • სამედიცინო დაწესებულებებში ყოველდღიური ვიზიტი დადგენილი გეგმის მიხედვით; ვიზიტის სათანადო ხარისხის უზრუნველყოფა კომპანიის მოთხოვნების მიხედვით;
  • პოტენციურ კლიენტებთან (კლინიკების შესყიდვების სამსახურთან, ექიმებთან, ექთნებთან) შეხვედრების დაგეგმვა და ორგანიზება. კომპანიის პროდუქციის წარდგენა.
  • კომპანიის პორთფოლიოში არსებული პროდუქტის მახასიათებლების სრულყოფილი ცოდნა;
  • პოტენციურ კლიენტებთან გრძელვადიანი ურთიერთობების დამყარება, შენარჩუნება და მუდმივად ახალი კლიენტების დამატება;
  • სამედიცინო დაწესებულებაში ვიზიტების და ჩატარებული სამუშაოს შესახებ ყოველდღიური ანგარიშგების წარმოება;
  • კომპანიის მიერ დადგენილი გაყიდვების გეგმების შესრულება;
  • ახალ პროდუქტებზე ინფორმაციების მოძიება, ბაზრის კვლევის ჩატარება;

ძირითადი უნარები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი
  • სისხარტე, პუნქტუალურობა და ყურადღებიანობა
  • მოლაპარაკების წარმოების უნარი
  • საქმიანობის ორგანიზებისა და დაგეგმვის უნარი
  • კლიენტების საჭიროებისა და მოთხოვნების განსაზღვრა
  • კომუნიკაბელურობა და ორგანიზებულობა
  • მიზანმიმართულობა და შედეგზე ორიენტირებულობა
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • სამუშაო დროის ეფექტურად განაწილებისა და მართვის უნარ-ჩვევები

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება;
  • ლაბორატორიული სახარჯი მასალის ან აპარატურის გაყიდვების მიმართულების მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • ინგლისური ენის ცოდნა, რუსული ან დამატებითი ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე პროგრამების ცოდნა
  • ავტომობილის ყოლა ჩაითვლება უპირატესობად

ჩვენ გთავაზობთ:
ჯანსაღ, კომფორტულ, მეგობრულ და მაღალი კორპორატიული კულტურის სამუშაო გარემოს, კარიერული განვითარებისა და კვალიფიკაციის ასამაღლებელი ტრენინგების შესაძლებლობას, ჯანმრთელობის დაზღვევას და რაც მთავარია, შრომის ანაზღაურების კონკურენტულ პირობებს კანდიდატის ინდივიდუალური გამოცდილებიდან გამომდინარე;

თუ ვაკანსიის პირობები თქვენთვის საინტერესოა, გამოგვიგზვანეთ თქვენი რეზიუმე მისამართზე: vacancy@4hs.ge. გთხოვთ, ,,subject’’-ის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში შემოსული რეზიუმე არ განიხილება.

4Hospitals გისურვებთ წარმატებას!