საუზმის მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო სფლენდიდ თბილისი
მივლინება: არა ხელფასი: 2000
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
’’ჰიტეკო ჯგუფ’’-ში შემავალი სასტუმრო Hotel Splendid Tbilisi ეძებს გუნდის წევრს მზარეულის (საუზმის) პოზიციაზე.

სასტუმროს მოკლე აღწერილობა: 27 სასტუმრო ნომერი; რესტორანი; საკონფერენციო დარბაზი; გარე საცურაო აუზი; ფიტნესი და საუნა;
სასტუმროს ადგილმდებარეობა: ქ.თბილისი, ვიტალი დარასელიას ქ.#4;

ანაზღაურება: 2000 ლარი;
გრაფიკი: კვირაში 5 სამუშაო დღე,
სამუშაო საათები: 06:00-15:00-მდე.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • კერძების მომზადება განსაზღვრული რეცეპტისა და კალკულაციის მიხედვით;
  • კერძების ხარისხსა და ვიზუალზე ზრუნვა;
  • სამუშაო პროცესის დაწყებამდე სამზარეულოს მწყობრში მოყვანა;
  • არსებული სტანდარტებისა და სანიტარულ-ჰიგიენური ნორმების დაცვა.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მზარეულად მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება;
  • ევროპული და ქართული სამზარეულოს ცოდნა;
  • სასტუმროში მუშაობის გამოცდილება

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გადმოგვიგზავნეთ რეზიუმე შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@splendidtbilisi.com ან დაგვიკავშირდეთ +995 511444470
ელფოსტის სათაურის (Subject) ველში, გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!

გთხოვთ გაითვალისწინოთ: განაცხადის გამოგზავნით გვაძლევთ თანხმობას, რომ მიღებული პერსონალური მონაცემები დამუშავდება აპლიკანტის შესაბამისობის დადგენის მიზნით, მიმდინარე ან სამომავლო ვაკანსიების მოთხოვნებიდან გამომდინარე. აპლიკანტი უფლებამოსილია მოითხოვოს ინფორმაციის განახლება, დამატება ან/და წაშლა. ამისთვის გთხოვთ, მოგვმართოთ ელ-ფოსტაზე: info@splendidtbilisi.com