ოპტიკური ქსელის სპეციალისტი

ფოთი სრული განაკვეთი სერვის ნეტ გრუპი
მივლინება: არა
მართვის მოწმობა: B
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
შპს „სერვის ნეტ გრუპი“ აცხადებს ვაკანსიას სააბონენტო ქსელის მომსახურების და განვითარების განყოფილებაში ოპტიკური ქსელის სპეციალისტის პოზიციაზე ქ. ფოთი

სამუშაო აღწერილობა:
  • მოწყობილობების გამართვა/მონტაჟი;
  • აბონენტთან არსებული პრობლემის აღმოფხვრა;
  • მიწოდებული სერვისის გადამოწმება/ინსტრუქტაჟი;
  • ოპერატორისთვის შესრულებულ სამუშაოზე ინფორმაციის მიწოდება, სპეც. პროგარამაში შესაბამისი სტატუსის მისანიჭებლად;
  • სამუშაო პროცესში ოპტიკური ქსელის მონტაჟისთვის განკუთვნილი ხელსაწყოების ნორმების შესაბამისად გამოყენება, შემდგომი გამოყენებისთვის გამართულ მდგომარეობაში შენახვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე ან/ და სატელეკომუნიკაციო სფეროში მუშაობის გამოცდილება;
  • ავტომანქანის მართვის მოწმობა/ გამოცდილება;

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე (CV) მისამართზე: Vacancy.Regions@servicenetgroup.ge 2025 წლის 6 ივნისის ჩათვლით. ელექტრონული წერილის თემის ველში (Subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება. პარალელურ რეჟიმში მოხდება შემოსული რეზიუმეების განხილვა.