მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი

თელავი სრული განაკვეთი Swiss Capital
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
საბანკო: საკრედიტო მენეჯერი, ბიზნეს დაკრედიტება
სს „მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ" აცხადებს ვაკანსიას მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსის თანამდებობაზე ქ. თელავი; 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ბიზნეს დაკრედიტების ჯგუფის მართვა; 
  • ახალი კლიენტების მოზიდვა; 
  • მარკეტინგული აქტივობების დაგეგმვა, მათ შორის პირდაპირი მარკეტინგი; 
  • კლიენტის ბიზნესის ფინანსური მდგომარეობის შესწავლა/ანალიზი; 
  • საკრედიტო განაცხადების მომზადება, კომიტეტზე წარდგენა; 
  • სესხის დოკუმენტირება, სესხის გაცემა; 
  • საკრედიტო პორთველის მართვა. 

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 

  • უმაღლესი  განათლება ეკონომიკის, საბანკო-საფინანსო ან ბიზნესის ადმინისტრირების განხრით; 
  • მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება საკრედიტო ოფიცრის პოზიციაზე საბანკო ან/და მიკროსაფინანსო ორგანიზაციაში; 
  • ფინანსურ უწყისებთან მუშაობის გამოცდილება; 
  • კომპიუტერული საოფისე პროგრამების მომხმარებლის დონეზე ცოდნა. 

სხვა მოთხოვნები: 

  • ლიდერის უნარები, თანამშრომელთა მოტივირებისა და განვითარების უნარი; 
  •  დამოუკიდებლად გადაწყვეტილებების მიღების უნარი; 
  • დამარწმუნებელი კომუნიკაციის უნარი; 
  • ეფექტური გაყიდვების უნარი; 
 
სამუშაო პირობები: 
  • სრული განაკვეთი; ორშაბათი-პარასკევი: 10:00-18:30;  შაბათი: 10:00-16:00. 
  • გამოსაცდელი ვადა: 3 თვე. 
  • ანაზღაურება: კვალიფიკაციის შესაბამისად. 


გთხოვთ, შეავსოთ აპლიკაცია აქ ან გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) შემდეგ ელ-ფოსტის მისამართზე: hr@swisscapital.ge  წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი - თელავი". 
წერილის სათაურის ველში გთხოვთ, მიუთითოთ პოზიციის დასახელება და ქალაქი - “მიკრო ბიზნეს და აგრო სესხების ჯგუფის უფროსი - თელავი". 
ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალ-ს ( შემდგომში მონაცემთა დამმუშავებელი- ს/ნ: 205274273 ; მის: ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, გამზირი აკაკი წერეთელი , N 118, I პავილიონი; ტელ: +(995)3 2 300 300, e-mail: info@swisscapital.ge პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების (საჭიროების შემთხვევაში მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) დამუშავებას.

აღნიშნულ ვაკანსიაზე განაცხადის (რეზიუმეს) გამოგზავნით ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალმა განახორციელოს თქვენს მიერ მოწოდებული პერსონალური მონაცემების (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების ასეთის არსებობის შემთხვევაში) დამუშავება თქვენთან სახელშეკრულებო, მათ შორის შრომითი ურთიერთობის დამყარების შესახებ გადაწყვეტილების მიღების მიზნებისთვის როგორც წინამდებარე ვაკანსიის ფარგლებში, ასვე სამომავლო ვაკანსიებთან მიმართებითაც.

თქვენ როგორც მონაცემთა სუბიექტს საქართველოს კანონით პერსონალური მონაცემების დაცვის შესახებ გაქვთ შემდეგი უფლებები: მისი პერსონალური (მათ შორის განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემების) ინფორმაციის მიღების უფლება, მონაცემების გაცნობისა და ასლის მიღების უფლება; მონაცემთა გასწორების, განახლებისა და შევსების უფლება; მონაცემთა დამუშავების შეწყვეტის, წაშლის ან განადგურების უფლება; მონაცემთა დაბლოკვის უფლება; მონაცემთა გადატანის უფლება; თანხმობის გამოხმობის უფლება; გასაჩივრების უფლება.

ორგანიზაციის შესახებ, ასევე სხვა დამატებითი ინფორმაციის მისაღებად შეგიძლიათ გამოიყენოთ ჩვენი ვებ.გვერდი - https://swisscapital.ge.

გაცნობებთ, რომ კანდიდატის შესახებ ინფორმაცია სს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია სვის კაპიტალში ინახება არაუმეტეს 06 თვის ვადით. იმ შემთხვევაში, თუ არ გსურთ ორგანიზაციის მხრიდან მონაცემთა შემდგომი დამუშავების განხორციელება, ან გსურთ, მოწოდებული მონაცემების ცვლილება ან წაშლა, ასევე გსურთ თქვენი პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ საქართველოს კანონით მონიჭებული სხვა უფლებების რეალიზება გთხოვთ, მოგვმართოთ დამატებით ორგანიზაციის მისამართზე ქ. თბილისი, დიდუბის რაიონი, გამზირი აკაკი წერეთელი , N 118, I პავილიონი; ტელ: +(995)3 2 300 300, ან ელექტრონულად მისამართზე: info@swisscapital.ge.