ფარმაცევტი

თბილისი სრული განაკვეთი კლინიკა ჯერარსი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
სამედიცინო: ფარმაცია
"ჯერარსის კლინიკა" აცხადებს ვაკანსიას ფარმაცევტის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი, (მუხიანის ქ. #2ა)
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი: 09:00 სთ - 18:00 სთ

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • მედიკამენტების ფარმაკოლოგიური ჯგუფების მოქმედების მექანიზმების ცოდნა;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტების შესახებ დეტალური ინფორმაციის მიწოდება შესაბამისი განყოფილებისთვის;
  • განყოფილებებისგან მიღებული მოთხოვნების ანალიზი და მათზე შესაბამისი რეაგირება;
  • აფთიაქში არსებული მედიკამენტების აღრიცხვა და გაცემის კონტროლი;
  • პროდუქციის ნაშთების და მარაგების კონტროლი და აღწერა, მისი ელექტრონულ ბაზასთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
  • მედიკამენტების და სამედიცინო სახარჯი მასალების პროგრამული ასახვა და განთავსება ფარმაკოლოგიური რუკის შესაბამისად (ტემპერატურის, ტენიანობის, ხარისხის უსაფრთხოებისა და ეფექტურობისათვის);
  • საქმიანობასთან დაკავშირებული სხვადასხვა დავალებების შესრულება მისი კომპეტენციის ფარგლებში.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სავალდებულოა ფარმაცევტის კვალიფიკაციის დამადასტურებელი დიპლომი;
  • სასურველია მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 2-წლიანი გამოცდილება.

ზოგადი უნარები:
  • გუნდურად მუშაობის უნარი;
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი;
  • თავაზიანობა;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა, ორგანიზებულობა და სისხარტე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგვიგზავნეთ რეზიუმე/CV ან საკონტაქტო ინფორმაცია ელფოსტაზე: vacancy@jerarsi.ge და მიუთითეთ პოზიციის დასახელება "ფარმაცევტი". მადლობას გიხდით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას! კლინიკა ს.ს "ჯერარსი" საქმიანობას წარმართავს "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ნებისმიერი პერსონალური მონაცემი, რომელიც ს.ს "ჯერარსი’’-სთვის ხელმისაწვდომი გახდება კომპანიაში გამოცხადებულ ნებისმიერ ვაკანსიაზე განაცხადების განხილვისას, რაც მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება თქვენს CV-სა ან/და მის თანდართულ დოკუმენტებში მოცემული მონაცემებით (შემდგომში "კანდიდატის პერსონალური მონაცემები"), შეგროვდება და დამუშავდება ვაკანსიაზე თქვენი განაცხადის შენახვისა და განხილვის,

ასევე კანდიდატთა შერჩევის პროცესში თქვენი დაშვების მიზნით საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კანდიდატის პერსონალური მონაცემები შეინახება არაუმეტეს 12 (თორმეტი) თვის ვადით. კანდიდატის პერსონალური მონაცემების უშუალოდ იმ ვაკანსიაზე განხილვის გარდა, რომელზეც გამოაგზავნეთ განაცხადი, ს.ს "ჯერარს"-ში შესაძლოა, შენახული და გამოყენებული იქნეს აღნიშნული მონაცემები თქვენი კანდიდატურის სხვა პოზიციაზე განსახილველად.

გაითვალისწინეთ, რომ კანდიდატის პერსონალური მონაცემების ს.ს "ჯერარსი’’-სთვის გაგზავნით, თქვენ ადასტურებთ, რომ გაეცანით წინამდებარე შეტყობინებას და თანახმა ხართ, თქვენი პერსონალური მონაცემები შეგროვდეს, შენახულ იქნას, გადაიცეს ან/და დამუშავდეს ზემოთ ხსენებული ფორმით. ყოველივე აღნიშნულზე თანხმობა აუცილებელი პირობაა კლინიკა "ჯერარს’’-ში ნებისმიერ პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის განსახილველად.

კანდიდატი უფლებამოსილია ნებისმიერ დროს მოითხოვოს მის შესახებ არსებული ინფორმაციის დამუშავების შეწყვეტა.