კომპანია: „ამანიტა“ აცხადებს ვაკანსიას ხარჯთაღმრიცხველის/პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
ადგილმდებარეობა: თბილისი
ხარჯთაღმრიცხველი
ძირითადი პასუხისმგებლობები:
- სამშენებლო პროექტებისთვის ხარჯთაღრიცხვის შედგენა და ბიუჯეტირების პროცესის მართვა.
- ფორმა 2-ის მომზადება
- მასალების, შრომისა და ტექნიკის საჭიროებების შეფასება
- ტენდერული დოკუმენტაციის მომზადება
- მიმდინარე პროექტების ფინანსური კონტროლი და ხარჯების ანალიზი
- პოტენციური რისკებისა და დანახარჯების შეფასება
- კონსულტაცია მენეჯმენტთან ბიუჯეტსა და დანახარჯებზე
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- შესაბამისი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება
- მინიმუმ 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება ხარჯთაღმრიცხველის პოზიციაზე
- სამშენებლო მასალებისა და ტექნოლოგიების ცოდნა
- AutoCAD-ის, Excel-ისა და სხვა საპროექტო/საფინანსო პროგრამების ცოდნა
- ანალიტიკური აზროვნება, დეტალებზე ორიენტირებულობა და ეფექტური კომუნიკაციის უნარი
პროექტის მენეჯერი
ძირითადი მოვალეობები:
- სამშენებლო პროექტების დაგეგმვა, კოორდინაცია და მონიტორინგი
- სამუშაო გრაფიკისა და ბიუჯეტის განსაზღვრა და კონტროლი
- სამუშაოების ხარისხის უზრუნველყოფა დადგენილი სტანდარტებისა და ვადების შესაბამისად
- ხარჯთაღრიცხვისა და ფორმა 2-ის მომზადებაში ჩართულობა
- გუნდის და მიმწოდებლების კოორდინაცია
- რისკების შეფასება და მართვა
მოთხოვნები:
- უმაღლესი ტექნიკური ან საინჟინრო განათლება
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება პროექტის მენეჯერის პოზიციაზე
- სამშენებლო პროცესებისა და რეგულაციების ცოდნა
- სამუშაო გრაფიკების, ბიუჯეტებისა და პროექტის მართვის სისტემების ცოდნა
- ძლიერი ორგანიზაციული და კომუნიკაციის უნარები
- პასუხისმგებლობა, დამოუკიდებლობა და ლიდერობის უნარი
დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე შემდეგ მისამართზე: info@greenamanita.com