სამუშაოთა მწარმოებელი

თბილისი სრული განაკვეთი სამშენებლო კომპანია სი ემ დი ფორტექსი
მივლინება: არა
სამშენებლო, უძრავი ქონება: სამუშაოთა მწარმოებელი
სამშენებლო კომპანია სი ემ დი ფორტექსი აცხადებს აკანსიას სამუშაოთა მწარმოებლის (Construction Works Supervisor / Foreman) პოზიციაზე

სამუშაოს აღწერა:
სამუშაოთა მწარმოებელი პასუხისმგებელია სამშენებლო ობიექტზე სამუშაოების კოორდინაციასა და ყოველდღიური სამუშაო პროცესის ორგანიზებაზე. ის უნდა უზრუნველყოფდეს, რომ სამუშაოები სრულდება დადგენილი გეგმის, ვადების, ხარისხისა და უსაფრთხოების სტანდარტების დაცვით.

ძირითადი მოვალეობები:
  • სამუშაოების ყოველდღიური დაგეგმვა და კონტროლი
  • ობიექტზე სამუშაო ჯგუფის კოორდინაცია
  • ნახაზებისა და ტექნიკური დოკუმენტაციის გაანალიზება და შესრულების კონტროლი
  • საჭირო მასალებისა და რესურსების განსაზღვრა და დროული მოწოდება
  • უსაფრთხოების ნორმების დაცვაზე კონტროლი
  • შესრულებული სამუშაოების დოკუმენტაცია და ანგარიშგება

მოთხოვნები:
  • სამშენებლო სფეროში არანაკლებ 5 წლიანი გამოცდილება
  • პროფესიული ან უმაღლესი განათლება მშენებლობაში (სასურველია)
  • სამშენებლო ნახაზებთან მუშაობის უნარი
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა
  • ლიდერის თვისებები და გუნდური მუშაობის უნარი

ჩვენ გთავაზობთ:
  • კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
  • სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი
  • ანაზღაურება შეთანხმებით: დამოკიდებულია კვალიფიკაციაზე და გამოცდილებაზე.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოგზავნოთ თქვენი განახლებული რეზიუმე/CV ელფოსტაზე: hr@fortex.ge;  ჩვენ მიერ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება გასაუბრების ჩანიშვნა.