სამედიცინო ცენტრი „მრჩეველი“-ს პედიატრიუალი და ფსიქოლოგიური სამსახური აცხადებს ვაკანსიას სათამაშოების მწყემსის (Pastora/Pastor de juguetes) პოზიციაზე
ვის ვეძებთ?
- ადამიანს, რომელსაც უყვარს სათამაშოები
- ადამიანს, რომლესაც უყვარს ბავშვებთან ურთიერთობა
რა იქნება სათამაშოების ქომაგის ფუნქცია-მოვალეობები:
- პედიატრის მოლოდინში მყოფი ბავშვებისთვის ასაკის შესაბამისი სათამაშოების მიწოდება
- ბავშვებისთვის სათამაშოს ფუნქციის ახსნა და ჩვენება
- სათამაშოების აღწერა, მოვლა, საჭიროების შემთხვევაში ახალი სათამაშოების შეძენის ინიცირება
მოთხოვნები სათამაშოების ქომაგის მიმართ:
- უყვარდეს სათამაშოებით თამაში და ბავშვებთან ურთიერთობა
- სასაუბრო დონეზე იცოდეს ინგლისური ენა
პირობები:
- სამუშაო ადგილი: მთაწმინდის შესახვევი 7ა (შესასვლელი ჭონქაძის ქუჩიდან)
- განრიგი: ორშაბათი- პარასკევი 10:00-18:00
- განიხილება როგორც სრული, ისე ნახევარი განაკვეთი
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციის შესახებ, შეგიძლიათ ეწვიოთ: https://www.mrcheveli.com/ დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ რეზიუმე შემდეგ მისამართზე: hr@mrcheveli.com. გთხოვთ, სათაურში მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება. რეზიუმეს გაზიარებით, აპლიკანტი თანხმობას აცხადებს სამედიცინო ცენტრ" მრჩეველის" (ს/კ: 204954497) მიერ მისი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. პერსონალური მონაცემების დამუშავება განხორციელდება სამედიცინო ცენტრ "მრჩეველის" მიერ (მათ შორის, უფლებამოსილი პირის მეშვეობით), რომელიც მოქმედებს მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებთან და მოქმედ კანონმდებლობასთან შესაბამისობაში. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 3 წლის ვადისა; კანდიდატი უფლებამოსილია მიიღოს ინფორმაცია მის შესახებ დამუშავებული პერსონალური მონაცემების შესახებ, რომელიც თავად მიაწოდა სამედიცინო ცენტრს და მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება; ამისთვის გთხოვთ მოგვმართეთ ელ-ფოსტაზე: hr@mrcheveli.com