სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს, ქვეყნის 54 მუნიციპალიტეტში ეწევა საექსტენციო საქმიანობას სოფლის მეურნეობის მიმართულებით. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.
ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას წალკის საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის მთავარი სპეციალისტის პოზიციაზე
სამუშაო ადგილი: ქვემო ქართლის რეგიონი, წალკის მუნიციპალიტეტი, ქ. წალკა
ანაზღაურება: 1700 ლარი (net)
სამუშაო გრაფიკი: 09:00-18:00
ფუნქცია-მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
სხვა მოთხოვნები:
კონკურსის ეტაპები:
განცხადების გადარჩევა.
გასაუბრება.
გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge. სათაურის ველში მიუთითეთ: „წალკის მთავარი სპეციალისტი“. რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით.
განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მაისი.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.
ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.
დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!

- საინფორმაციო-საკონსულტაციო ცენტრის (შემდგომში - ცენტრი) თანამშრომელთა ხელმძღვანელობა, შესასრულებელი სამუშაოების დაგეგმვა, მიმდინარეობის კოორდინაცია და შესრულების კონტროლი.
- ცენტრის თანამშრომლებს შორის შესასრულებელი სამუშაოს გადანაწილება, შესრულების ზედამხედველობა და კონტროლი.
- გადაწყვეტილებების მიღება ცენტრის კომპეტენციაში შემავალ საკითხებზე.
- ხელმძღვანელობის დავალებით, კომპეტენციის ფარგლებში, სხვადასხვა ტიპის ინფორმაციის დამუშავება და ანგარიშების მომზადება.
- გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს სისტემაში შემავალ უწყებებთან კოორდინირებული მუშაობა, კომპეტენციაში შემევალ საკითხებზე.
- მუნიციპალიტეტში დაინტერესებულ პირებთან სასოფლო-სამეურნეო ექსტენციის განხორციელება.
- საველე და საოფისე შეხვედრების ორგანიზება/მოწყობა.
- დარგობრივი (თეორიული და პრაქტიკული) რეკომენდაციების გაცემა საოფისე, საველე და სატელეფონო კონსულტაციების გზით.
- ცენტრის მიერ გაწეული საქმიანობის შესახებ ყოველთვიური ანგარიშის მომზადება, ანალიზი და ხელმძღვანელობისთვის წარდგენა.
- სამუშაო შეხვედრების მოწყობა, მათში მონაწილეობა, საორგანიზაციო საკითხების გადაწყვეტა.
- მუნიციპალიტეტში სასოფლო-სამეურნეო კოოპერაციის განვითარების ხელშემწყობ ღონისძიებებში მონაწილეობა.
- ცენტრში შემოსული კორესპონდენციის მართვა, მატერიალური და ელექტრონული საქმისწარმოების უზრუნველყოფა.
- მუნიციპალიტეტში სოფლის მეურნეობის სფეროში არსებული პრობლემების იდენტიფიცირება, შესაბამისი ინფორმაციის დამუშავება და ანალიზი.
- სააგენტოს პოლიტიკისა და პროექტების/პროგრამების შესახებ მოსახლეობასთან სისტემატიური საინფორმაციო სახის შეხვედრების მოწყობა და კომპეტენციის ფარგლებში მონაწილეობა.
- ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობების დამუშავების, კულტურების მოსავლის, პროდუქტების წარმოების რაოდენობის შესახებ და სხვ. მოძიების, შეგროვების, დამუშავების, ანალიზისა და შესაბამისი პროგრამული ასახვის უზრუნველყოფა.
- საქმიანობასთან დაკავშირებული, ხელმძღვანელობის სხვა მითითებებისა და დავალებების შესრულება, კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- უმაღლესი განათლება აგრარული მიმართულებით.
- მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება.
- კომპიუტერული საოფისე პროგრამების ცოდნა.
სხვა მოთხოვნები:
- დეტალების მიმართ ყურადღებიანი.
- ანალიტიკური აზროვნების უნარი.
- სამუშაო დროის ოპტიმალურად განაწილებისა და დაგეგმვის უნარი.
- გადაწყვეტილების მიღების უნარი.
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი.
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა.
- გუნდის მართვისა და გუნდურად მუშაობის უნარი.
- პრობლემების ანალიზის უნარი.
- სტრესულ სიტუაციაში ადექვატური ქცევის უნარი