მძღოლი

თბილისი სრული განაკვეთი სოფლის განვითარების სააგენტო
მივლინება: არა ხელფასი: 1716
მართვის მოწმობა: B
ადმინისტრაცია: პირადი მძღოლი ავტო-მოტო სერვისი: მსუბუქი ავტომობილის მძღოლი
სოფლის განვითარების სააგენტო ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ ინიცირებულ პროექტებსა და პროგრამებს. სააგენტოს მიზანია სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების ხელშეწყობა.

ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტო აცხადებს ვაკანსიას მძღოლის პოზიციაზე.

მდებარეობა: ქ.თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.
სამუშაო გრაფიკი: სტანდარტული.
ანაზღაურება: 1716 ლარი თვეში.

საწვავს და ავტომობილის ტექნიკურ მომსახურებას ანაზღაურებს კომპანია. მოთხოვნები კანდიდატისადმი:
  • ავტომობილის მართვის ზედმიწევნით კარგი უნარი.
  • მანქანის ტექნიკური მახასიათებლების ცოდნა.
  • თბილისის ქუჩების ცოდნა.
  • სასურველია პირად მძღოლად მუშაობის გამოცდილება.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • კომპანიის კუთვნილი ავტომანქანის მართვა და მოვლა;
  • ავტომობილის სისუფთავის მუდმივი კონტროლი;
  • ქვეყნის მასშტაბით განთავსებულ ფილიალებში მივლინებები.

პიროვნული თვისებები:
  • პუნქტუალური;
  • ორგანიზებული;
  • შრომისმოყვარე;
  • პასუხისმგებლანი;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • ყურადღებიანი და დეტალებისადმი დაკვირვებული.

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე (CV) ფოტოსურათით ელ. ფოსტის მისამართზე: hr@rda.gov.ge, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება "მძღოლი", რეზიუმე დაასათაურეთ თქვენი გვარითა და სახელით. სასრუველია, რეზიუმეში მიუთითოთ რეკომენდატორები ბოლო ან/და წინა სამსახურებიდან.

განაცხადის მიღების ბოლო ვადაა 2025 წლის 21 მაისი.

დაკავშირება მოხდება მხოლოდ რეზიუმეების გადარჩევის შედეგად შერჩეულ კანდიდატებთან, განაცხადის მიღების დასრულებიდან 2 კვირის განმავლობაში. არასრული/არაზუსტი ინფორმაციის მოწოდების შემთხვევაში, თქვენი კანდიდატურა არ განიხილება.

თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე, რომელიც შეიცავს პერსონალურ მონაცემებს, დამუშავდება "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონისა და ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს პერსონალურ მონაცემთა დაცვის პოლიტიკის (https://rda.gov.ge/static/privacy-policy) შესაბამისად, არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისა და

დასაქმებისათვის საჭირო პროცედურების წარმართვის მიზნით. კანდიდატის შესახებ პერსონალური მონაცემების შესახებ ინფორმაცია შეინახება განაცხადის მიღებიდან 3 წლის ვადით. მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულს, გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი რეზიუმე.

ამასთანავე, გაცნობებთ, რომ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის თანახმად, უფლება გაქვთ ნებისმიერ დროს მიიღოთ ინფორმაცია თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, ასევე, გამოიხმოთ პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე გაცემული თანხმობა წერილობით შემდეგ ელ.ფოსტაზე: hr@rda.gov.ge შეტყობინების გაგზავნით ან/და ფოსტის მეშვეობით ა(ა)იპ - სოფლის განვითარების სააგენტოს ს/კ 4047923785 მისამართზე: ქ. თბილისი, ს.ახმეტელის 10ა.

დიდი მადლობა ჩვენი ვაკანსიით დაინტერესებისთვის.
გისურვებთ წარმატებებს!