ონლაინ სამორინეს სუპერვაიზორი

თბილისი სრული განაკვეთი კრისტალბეთი
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ენები: ინგლისური
კაზინო/აზარტული თამაშები: პიტ ბოსი
კომპანია „მარსი’’, რომელიც აზარტული თამაშების ბაზარზე კრისტალბეთის სახელით ოპერირებს აცხადებს ვაკანსიას ონლაინ სამორინეს სუპერვაიზორის თანამდებობაზე.

სამუშაო გრაფიკი: სრული, არასტანდარტული, ცვლადი გრაფიკი;
ადგილმდებარეობა: თბილისი;
ანაზღაურება: 3000 ლარი (ხელზე ასაღები თანხა);
დამატებითი ბენეფიტი: ჯანმრთელობის დაზღვევა.

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:
  • ონლაინ სამორინეს პერსონალის მუშაობის ორგანიზება და მართვა;
  • ონლაინ სამორინეს მიმდინარე თამაშის წესებისა და თამაშის პროცესის წარმართვის პროცედურების ცოდნა;
  • პასუხისმგებლობა კონფიდენციალური ინფორმაციის დაცვაზე;
  • ნებისმიერი წესის დარღვევის შემთხვევაში უშუალო ხელმძღვანელისათვის ინფორმაციის მიწოდება.

საკვალიფიკაციო და პიროვნული მოთხოვნები:
  • სასურველია სუპერვაიზორად ან გუნდის ლიდერად მუშაობის გამოცდილება;
  • ქართულ ენაზე გამართულად მეტყველების უნარი;
  • ინგლისური ენის საშუალო დონეზე ცოდნა;
  • კომპიუტერული პროგრამების ცოდნა (MS Excel, CRM Tools);
  • კომუნიკაბელურობა;
  • სიახლეების სწრაფად ათვისების უნარი;
  • სწრაფად ადაპტირების უნარი;
  • პუნქტუალურობა და დისციპლინირებულობა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდურად მუშაობის უნარი.

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ გამოგვიგზავნოთ თქვენი CV მისამართზე: vacancy@crystalbet.com არა უგვიანეს 2025 წლის 7 ივნისისა. გთხოვთ, წერილის თემის გრაფაში მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი განაცხადი არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებებს!

შპს „მარსის“ მიერ გამოცხადებულ წინამდებარე ვაკანსიაზე გამოხმაურების შემთხვევაში, მათ შორის, თქვენი რეზიუმეს (CV) გამოგზავნით, თქვენ:
ეთანხმებით, რომ შპს „მარსი“ უფლებამოსილია, კანონმდებლობით დადგენილი წესით, მიზნით, მოცულობითა და ვადით დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები.
ანიჭებთ შპს „მარსს“ უფლებას, თქვენი დასაქმების შესახებ უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, თქვენგან მიღებული ინფორმაცია, მათ შორის, პერსონალური მონაცემები, შეინახოს და დაამუშაოს მათი მიღებიდან 1 (ერთი) წლის განმავლობაში, დასაქმების შემდგომი შემოთავაზების ან/და საკანონმდებლო ვალდებულებების შესრულების მიზნით.
დამატებით, გაცნობებთ, რომ ნებისმიერ დროს უფლება გაქვთ გამოიხმოთ დამუშავებაზე გაცემული თანხმობა. ამ შემთხვევაში, ჩვენ შევწყვეტთ მონაცემთა დამუშავებას ან/და წავშლით/ გავანადგურებთ დამუშავებულ მონაცემებს, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს მონაცემთა დამუშავების კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძველი.
დაუსაქმებლობის შემთხვევაში ამ ვადის გასვლისთანავე შპს „მარსი“ სრულად გაანადგურებს თქვენ მიერ გამოგზავნილ რეზიუმეს (CV) და კომპანიაში არსებულ პერსონალურ მონაცემებს.