ფინანსური ანალიტიკოსი

თბილისი სრული განაკვეთი მეტტა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსური ანალიტიკოსი
სამშენებლო კომპანია მეტტა/Metta 2018 წელს შეიქმნა. კომპანიას საერთაშორისო გამოცდილების მქონე ახალგაზრდა პროფესიონალთა გუნდი ხელმძღვანელობს. გუნდის მთავარი მიზანია თანამედროვე და ინოვაციური მიდგომების დანერგვა სამშენებლო სფეროში. კომპანია აქტიური განვითარების ეტაპზეა და, შესაბამისად, ახალგაზრდა, მოტივირებულ და აქტიურ ადამიანებს საკუთარი შესაძლებლობების გამოვლენისა და განვითარების დიდ შესაძლებლობებს სთავაზობს.
კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაციისათვის ეწვიეთ ჩვენს ვებგვერდს www.metta.ge

მეტტა/Metta ეძებს გუნდის ახალ წევრს ფინანსური ანალიტიკოსის პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: თბილისი, საირმის ქ. 55
სამუშაო განაკვეთი: სრული, ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00 სთ

ჩვენ გთავაზობთ: კოლეგიალურ, ურთიერთ პატივისცემაზე აშენებულ სამუშაო გარემოს, დაკომპლექტებულს დარგის მოწინავე პროფესიონალებით, რომლებიც მზად არიან გააზიარონ ცოდნა და გამოცდილება.
ჩვენთან დაგხვდებათ პროფესიული განვითარების კარგი შესაძლებლობა, კონკურენტული ანაზღაურება და სარგებლის პაკეტი.

ფინანსური ანალიტიკოსი საქმიანობას ახორციელებს ფინანსური მენეჯერის უშუალო ხელმძღვანელობით და მითითებით და მისი პასუხისმგებლობა და ძირითადი სამუშაო ფუნქციები მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება შემდეგით:

ძირითადი მოვალეობები:
  • პროექტის შიდა ბიუჯეტის შექმნასა და დამტკიცებაში მონაწილეობა მისი კომპეტენციის ფარგლებში, შიდა ბიუჯეტის დროულად და სრულად დამტკიცების უზრუნველყოფის მიზნით;
  • ყოველი სანგაარიშგებო პერიოდის (თვე) მიხედვით პროექტის ფინანსური და საოპერაციო ანალიზის მომზადება სტანდარტული და დამტკიცებული ფორმით;
  • პროექტის ჭრილში თვის ფულადი ნაკადების მოძრაობის დაგეგმვა და ლიკვიდობის გეგმის შედგენა;
  • პროექტის ჭრილში საანგარიშწორებო პერიოდის (თვე) შესრულების მონიტორინგი, კოორდინაცია ტექნიკურ და პროექტების მართვის დეპარტამენტებთან შესრულებასთან დაკავშირებული პირველადი დოკუმენტაციის დროულად მომზადების ხელშეწყობის მიზნით;
  • პროექტის ჭრილში თვის დახურვის უზრუნველყოფა;
  • პროექტის ჭრილში ქვეკონტრაქტორებთან და მომსახურების გამწევ ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებთან გადარიცხვის მოთხოვნის კონტროლი და დადასტურება მისი ლიკვიდობის გეგმასთან, პროექტის შიდა ბიუჯეტთან და სხვა პირველად თუ კომპანიის შიდა დოკუმენტაციასთან შესაბამისობის მიზნით;
  • პროექტის და ქვეკონტრაქტორის ჭრილში, გაცემული ავანსის მონიტორინგი და ავანსის შესრულებით გაქვითვის/ჩამოწერის კონტროლი;
  • პროექტის და ქვეკონტრაქტორის ჭრილში, ხარისხის უზრუნველყოფის დეპარტამენტის მიერ გაცემული შეუსაბამობის აქტის მონიტორინგი, შესუაბამობის აქტის დროულად დახურვის და ქვეკონტრაქტორთან შესაბამისი და სწორი ანგარიშსწორების უზრუნველყოფის მიზნით

ძირითადი მოთხოვნები:
  • უმაღლესი განათლება სასურველია ფინანსების ან ბიზნესის მართვის მიმართულებით;
  • ბუღალტრად, აუდიტორად ან ფინანსისტად მუშაობის მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება;
  • Microsoft საოფისე პროგრამების საფუძვლიანი ცოდნა;
  • სასურველია საქართველოში აპრობირებული საბუღალტრო პროგრამებთან (ORIS, 1C, Balance და სხვა) მუშაობის გამოცდილება.
  • ACCA ან CFA კურსზე სწავლა ჩაითვლება უპირატესობად

გთხოვთ, დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე ატვირთოთ ბმულზე: https://wkf.ms/4k4fPlz

გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ ვაკანტურ პოზიციაზე განაცხადის შემოტანით, თქვენ აცხადებთ თანხმობას "მეტტა"-ს მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე და/ან მათი იმ ორგანიზაციებისთვის გადაცემაზე, რომლებთანაც კომპანია თანამშრომლობს შესაბამისი ხელშეკრულებების საფუძველზე. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ/სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა არ იქნას განხილული მოცემულ ვაკანსიაზე, სავაკანსიო მოთხოვნებიდან გამომდინარე, ან დარეზერვებული იქნას სხვა, უფრო რელევანტური ვაკანსიისათვის. გამოგზავნილი რეზიუმე/განაცხადი შესაძლოა შენახულ იქნას 3 წლის განმავლობაში.

გაგზავნე CV

სხვა ვებ გვერდზე