ტრენინგი - HR / People ანალიტიკა

მივლინება: არა
ტრენინგ-კურსები/სასწავლო პროგრამები: ტრენინგ კურსები
HR4 Business აცხადებს რეგისტრაციას HR & People ანალიტიკის XVII ჯგუფზე განახლებული სილაბუსით.

HR ანალიტიკის მოცემული ტრენინგი არის პირველი და უნიკალური ქართულ სივრცეში, შემუშავებულია სფეროში მრავალწლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალების მიერ საუკეთესო პრაქტიკებზე დაფუძნებით.
ჩვენთან გადაემზადა უკვე 180-ზე მეტი HR წარმომადგენელი.

მოცემული ტრენინგის მიზანია დაეხმაროს მონაწილეებს განავითაროს ისეთი უნარები და კომპეტენციები, რომლებიც მისცემს მათ საშუალებას:
  • გადავიდნენ HR-ს სტრატეგიულ დონეზე
  • ისაუბრონ მონაცემებით და არა ემოციებით
  • შეეძლოთ თანამშრომელთა ქცევაზე დაკვირვება და ანალიზი
  • მოამზადონ პროექტები, ინიციატივები და რეპორტები კარგად გაანალიზებული ინფორმაციის საფუძველზე
  • იყვნენ გადაწყვეტილების მიმღები და ინიციატორი და არა შემსრულებელი
  • დაამკვიდრონ და განამტკიცონ HR-ს უმნიშვნელოვანესი და თანამედროვე როლი ბიზნეს განვითარებაში
  • გახდნენ მაღალანაზღაურებადი და მოთხოვნადი პროფესიონალები.

ტრენინგი განკუთვნილია: HR სფეროს წარმომადგენლებისა და იმ პირებისათვის, ვინც ფაქტობრივად ასრულებს HR-ის როლს კომპანიაში.
კურსზე დასწრების წინაპირობას წარმოადგენს Excel-ის ელემენტარულ დონეზე ცოდნა.

ტრენინგი მოიცავს შემდეგ საკითხებს:

HR სტრატეგია - 4 შეხვედრა
  • HR მონაცემების დამუშავების, ასევე რეპორტინგის მნიშვნელობა და გავლენა სტრატეგიულ გადაწყვეტილებებზე
  • HR ანალიტიკის სიმწიფის დონეები
  • HR მონაცემების აღრიცხვის სისტემის შემუშავება, დანერგვა
  • მონაცემების აღრიცხვასა და დამუშავებაში HR სოფტის როლი და ალტერნატიული მეთოდები
  • საპროგნოზო ანალიტიკა და მოდელირება
  • გადინების რისკის პროგნოზირება
  • ჩართულობის ინდიკატორები
  • 9 Box Grid და HiPo გეგმარება
  • სამუშაო ძალის პროგნოზირება (Workforce Forecasting)
  • ორგანიზაციული ქსელის ანალიტიკა და არაფორმალური გავლენები (ONA)
  • HR KPIs vs HR მეტრიკები
  • KPI შექმნა
  • 20 ძირითადი HR მეტრიკა და მათი გამოანგარიშების ფორმულები
  • რეპორტინგი - წლიური და კვარტალური ანგარიშებისთვის მომზადება დეშბორდების მეშვეობით
  • ანგარიშგების სტრატეგია სხვადასხვა ადრესატისთვის
  • HR სტრატეგიის შემუშავება

Excel for HR - 11 შეხვედრა
  • აბსოლიტური, ფარდობითი და შერეული მისამართები, Flash Fill, Paste Special. Table Format. Name Manager. Duplicates. Go to
  • ლოგიკური ფორმულები (IF, IFERROR, AND, OR)
  • სტატისტიკური და მათემატიკური ფორმულები (AVERAGEIFS, COUNTIFS, SUMIFS, COUNTA, COUNTBLANK, MODA, MEDIAN)
  • Conditional Formatting (Highlight Cells Rules). Conditional Formatting with Formulas, TEXT TO COLUMNS.
  • თარიღის ფორმულები (TODAY, NOW, DAY, MONTH, YEAR, DATE, WORKDAY, NETWORKDAYS, NETWORKDAYS.INTL, WEEKDAY, DATEDIF.
  • მონაცემთა ძებნის ფორმულები (VLOOKUP, HLOOKUP, INDEX, MATCH), DATA VALIDATION.
  • მონაცემების იმპორტი შიტებსა და ფაილებს შორის
  • Pivot. მონაცემთა ვიზუალიცაზია. Charts.
  • დინამიური გრაფიკები
  • INTERACTIVE EXCEL DASHBOARDS
  • სიახლე - საპროგნოზო ანალიტიკის ფორმულები

ტრენერები:
ირინა შალამბერიძე - HR სფეროში 20 + წლიანი გამოცდილების მქონე პროფესიონალი, სხვადასხვა ინდუსტრიებში HR დეპარტამენტის განყოფილების ხელმძღვანელი, ჰედჰანთერი, აკრედიტებული ტრენერი, ლექტორი, HR კონსულტანტი, HR4 Business დამფუძნებელი და დირექტორი.
ნანა კაციაშვილი - საოფისე პროგრამების ტრენერი და პედაგოგი - ITVET აიტი აკადემიისა და სხვადასხვა სახელმწიფო კოლეჯებში, ასევე კომერციული ორგანიზაციებისთვის სწავლების 25 წლიანი გამოცდილებითა და ევროპული სტანდარტის სერტიფიცირებით, მონაწილეთა საერთო რიცხვი - 5000-ზე მეტი.

განრიგი და საფასური:
  • ტრენინგის ჩატარების პერიოდი 2025 წლის 16 ივნისიდან 18 ივლისის ჩათვლით, ყოველი ორშაბათი, ოთხშაბათი, პარასკევი. სულ 15 შეხვედრა.
  • სრული კურსის საფასური: 799 ლარი (ორივე მოდულის აღების შემთხვევაში)
  • შესაძლებელია ეტაპობრივი გადახდა - 50 % -50 % ტრენინგის დაწყებამდე დაფარვით.
  • 21 მაისის ჩათვლით რეგისტრაციის შემთხვევაში მონაწილე მიიღებს 15 %-იან ფასდაკლებას, ხოლო 2 ივნისის ჩათვლით - 10 %-იანს.
  • მოქმედებს საქართველოს ბანკის ნაწილ-ნაწილ გადახდის სისტემა.

მომხმარებლების თხოვნით, HR ანალიტიკის ტრენინგს ცალკეული მოდულების სახით გთავაზობთ.

აირჩიე შენთვის სასურველი მიმართულება:
  • HR სტრატეგია - 300 ლარი:
  • EXCEL FOR HR - 650 ლარი:
  • სრული ტრენინგის ხანგრძლივობა: 30 საათი, 15 შეხვედრა.
  • განრიგი: 19:30 სთ-21:30 სთ
  • ფორმატი: ონლაინ / Zoom

ტრენინგის დასასრულს გაიცემა ელექტრონული სერტიფიკატი.
ტრენინგის ანგარიშსწორებასთან დაკავშირებით დეტალური ინფორმაცია მონაწილეებს მიეწოდებათ რეგისტრაციის შემდეგ.

რეგისტრაციისთვის მიჰყევით ბმულს https://forms.gle/x5PFLQj5XwNXPn9S6
კითხვების შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ შემდეგ მეილზე: irina@hr4b.ge, ან დაგვირეკეთ +995 591 96 11 11