ონლაინ სტრიმის წამყვანი

თბილისი სრული განაკვეთი Cloud Streaming Technology
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
ხელოვნება/მედია: წამყვანი (ტელე/რადიო)
შპს ,, ქლაუდ თრიმინგ თექნოლოჯი“-ეს არის სრულიად ახალი კომპანია , რომელიც ეტაპობრივად იმკვიდრებს თავს ბაზარზე. იგი აღჭურვილია ეფექტური სერვისებით მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებსა და რეგიონებში. ბოლო რამდენიმე თვის განმავლობაში ჩვენი სწრაფი გაფართოების გათვალისწინებით მოხარული ვართ გამოვაცხადოთ ახალი ვაკანსიები ჩვენს დინამიურად განვითარებად ოფისში, რომელიც მდებარეობს თბილისში.

კომპანია ეძებს ონლაინ სტრიმინგის სფეროში მოტივირებულ, პასუხისმგებლიან და კომუნიკაბელურ თანამშრომელს ონლაინ სტრიმის წამყვანის პოზიციაზე.

ძირითადი ფუნქციები:
  • ონლაინ გადაცემების წაყვანა კომპანიის მიერ განსაზღვრულ თემატიკაზე;
  • აუდიტორიასთან ეფექტური და აქტიური კომუნიკაცია პირდაპირი ეთერის დროს;
  • კონტენტის დაგეგმვაში მონაწილეობა და მისი ხარისხიანი წარმოდგენა;
  • კომპანიის იმიჯის მხარდაჭერა და შესაბამისი პროფესიული ქცევის შენარჩუნება.

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • კამერასთან კომფორტული და პროფესიული ურთიერთობის უნარი;
  • გამართული და დამაჯერებელი მეტყველება;
  • სტრიმინგის ან მედიის სფეროში მუშაობის გამოცდილება (სასურველია);
  • ორგანიზებულობა და დროის მართვის კარგი უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა და გუნდური მუშაობის უნარი.
  • ინგლისური ენის ცოდნა მაღალ დონეზე (სავალდებულოა)

ჩვენ გთავაზობთ:
  • განვითარებაზე ორიენტირებულ სამუშაო გარემოს;
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს შეთანხმების მიხედვით;
  • პერსონალურ და პროფესიულ ზრდის შესაძლებლობას.
  • ჯანმრთელობის დაზღვევას.

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, მოგვაწოდოთ CV ფოტოთი და მოკლე დახასიათება თქვენს შესახებ მისამართზე: hr@cloudstreamingtech.com და მეილის საგანში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება. წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.