საწყობის ოპერატორი

რუსთავი სრული განაკვეთი Construction Service
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობი
სამშენებელო კომპანია ,,Construction service’’ აცხადებს ვაკანსიას  „საწყობის  ოპერატორის„ პოზიციაზე 
სამუშაო განაკვეთი:  სრული 
სამუშაო ადგილი:  ქ.რუსთავი  
ანაზღაურება: შეთანხმებთ( ინდივიდუალურად)  
სამშენებლო კომპანია ეძებს პასუხისმგებელ და ორგანიზებულ საწყობის ოპერატორს, რომელიც უზრუნველყოფს სამშენებლო მასალებისა და ინვენტარის მიღება-გაცემის, აღრიცხვისა და მოწესრიგებული ლოგისტიკის პროცესებს. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სამშენებლო მასალების მიღება, აღრიცხვა და განთავსება საწყობში 
  • ობიექტებზე მასალების გაცემის ორგანიზება და შესაბამისი დოკუმენტაციის წარმოება 
  • ყოველდღიური აღრიცხვის წარმოება პროგრამულად და/ან ხელით 
  • მარაგების პერიოდული ინვენტარიზაცია და სისტემაში მონაცემების შესაბამისობა 
  • მასალების გადაადგილების კოორდინაცია სხვადასხვა ობიექტზე 
  • სატვირთო მანქანების მიღება/გაშვების კონტროლი 
  • უსაფრთხოების და წესრიგის დაცვა საწყობში 
  • თანამშრომლობა შესყიდვების, ლოჯისტიკის და მშენებლობის გუნდებთან 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • საწყობის ოპერატორის ან მასთან მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება (სასურველია სამშენებლო სფეროში) 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (განსაკუთრებით Excel) 
  • ორგანიზებულობა, პასუხისმგებლობის გრძნობა და დეტალებზე ორიენტირებული მიდგომა 
  • ტექნიკურ გარემოში მუშაობის უნარი 
  • გუნდური მუშაობის უნარი 
 
მოხარულები ვართ, რომ დაინტერესდით ჩვენი ვაკანსიით! გთხოვთ, თქვენი CV გამოგვიგზავნოთ ელექტრონულ ფოსტაზე: vacancy@cs.ge. სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ ვაკანსიის ზუსტი დასახელება. ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს რეზიუმეს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.  
 
გაცნობებთ, რომ თქვენი მონაცემების, მათ შორის CV-ის გამოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას შპს ,,Construction service“-ის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად. თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შესაძლოა განხილულ იქნას სხვა ვაკანტურ პოზიციაზეც და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში ჩვენი რეკრუტინგის სამსახურის მიერ.  
 
გისურვებთ წარმატებას!