,,მეგატრონი" (ავტონაწილების კომპანია) აცხადებს ვაკანსიას ქოლცენტრის ოპერატორი და სოციალური მედიის მმართვის პოზიციაზე.
პირობები:
- სამუშაოს ადგილმდებარეობა: ქ. თბილისი (საბურთალო,ნუცუბიძის 4 პლატო)
- სამუშაო დრო: სრული განაკვეთი (ორშაბათი-შაბათი 11:00-19:00)
- შრომის ანაზღაურება: 800 ლარი + ბონუსი
მოვალეობები: (ქოლ-ცენტრის ოპერატორი)
- შემოსულ ზარებზე პასუხი;
- მომხმარებლის შეკითხვებზე ამომწურავი პასუხის გაცემა;
- შემოსული ზარის მიხედვით პრობლემის იდენტიფიცირება, ანალიზი და შესაბამისი დახმარების გაწევა მომხმარებლისთვის.
მოვალეობები : (სოც.მედიის მმართველი)- facebook/instagram/tik-tok გვერდების მართვა და განვითარება;
- განცხადებების განახლება;
- კომპანიის საიტის მართვა;
- ახალი იდეების გენერირება კომპანიის ცნობადობის გაზრდის მიზნით;
- ფოტო-ვიდეო მასალის შექმნა/დამუშავება;
პიროვნული უნარ-ჩვევები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- მოსმენილის ადვილად გააზრებისა და გაანალიზების უნარი;
- გაყიდვების უნარი (დამარწმუნებელი, არგუმენტირებული და გამართული კომუნიკაცია);
- ორგანიზებულობა,პუნქტუალურობა,კრეატიულობა;
- კონფლიქტური სიტუაციის მართვის უნარი.
დაინტერესების შემთხვევაში გამოაგზავნეთ თქვენი CV/რეზიუმე შემდეგი ელფოსტის მისამართზე: megatroncaucasus@gmail.com
ან დაგვიკავშირდით ნომერზე: +995 558 44 86 44