HR სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი ჯეო-კოოპ
მივლინება: არა
ენები: ქართული, რუსული, ინგლისური
ადამიანური რესურსები: HR სპეციალისტი
„ჯეო-კოოპ“  აცხადებს ვაკანსიას HR სპეციალისტის პოზიციაზე

„ჯეო-კოოპ“  გახლავთ ერთ-ერთი წამყვანი სადისტრიბუციო კომპანია საქართველოში, რომელიც დაარსდა 2009 წლის.

ჩვენი უმთავრესი მიზანია სამომხმარებლო ქსელის მსოფლიოს ბრენდების პროდუქციით მომარაგება, კვალიფიციური დისტრიბუციის განხორციელება, რაც უზრუნველყოფს უმაღლესი ხარისხის პროდუქციის მიწოდებას დროულად  საქართველოს მაშტაბით.

,„ჯეო-კოოპ“-ი  ცნობილი ბრენდების ექსკლუზიური იმპორტიორია, როგორებიცაა: Coopoliva (ესპანეთი), Ponti (იტალია), Monini (იტალია), Kalamata (საბერძნეთი), Lutosa (ბელგია),  La espanola (ესპანეთი), La molisana (იტალია),  Luglio (იტალია), Olymp (საბერძნეთი), Kühne (გერმანნია),  Chainkwo (ჩინეთი) და სხვ.

მოვალეობები:
  • სამსახურში დასაქმებულების მიღების, გადაყვანისა და გათავისუფლების გაფორმება;
  • სამუშაო დროის აღრიცხვის ფორმისა და თანამშრომლების ბაზის წარმოება;
  • თანამშრომლების პირადი საქმეების აღრიცხვა და კონტროლი;
  • თანამშრომლებისა და თანამდებობის პირების მოთხოვნის შესაბამისად, ცნობების, ასლების, ბრძანებებისა და თანამშრომლების შესახებ სხვა ინფორმაციის მომზადება და შედგენა;
  • საკადრო დოკუმენტების რეგისტრაცია, აღრიცხვა და ოპერატიული შენახვა

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის არანაკლებ 2 წლიანი გამოცდილება;
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა;
  • რუსული ენის ცოდნა ;
  • ინგლისური ენის ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • შრომის კოდექსის საფუძვლიანი ცოდნა;
  • საქმის მოცემულ ვადებში შესრულების უნარი;
  • ეფექტური წერილობითი და ვერბალური კომუნიკაცია;
  • დეტალებზე ორიენტირებული;
  • MS Office (Word, Excel) პროგრამის ცოდნა მოწინავე მომხმარებლის დონეზე

პირობები:
  • გრაფიკი: ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით;
  • დამსაქმებლის ტერიტორიაზე;
  • ხელფასის შესახებ შეთანხმება მოხდება გასაუბრების ეტაპზე

დაინტერესების შემთხვევაში, გამოგვიგზავნეთ CV ფოტოსურათით შემდეგ მისამართზე: vacancy@coopoliva.ge
 სათაურის ველში აუცილებლად მიუთითეთ პოზიცია, წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი რეზიუმე არ განიხილება.

გისურვებთ წარმატებას!