სამშენებლო კომპანია შპს „CONSTRUCTION SERVICE “აცხადებს ვაკანსიას HR მენეჯერის პოზიციაზე
სამუშაო განაკვეთი: სრული
ანაზღაურება: მაღალი (კვალიფიკაციის შესაბამისად)
სამუშაო ადგილი: რუსთავი
ძირითადი მოვალეობები:
- HR პოლიტიკის/სტრატეგიის განსაზღვრა;
- თანამშრომელთა შერჩევა/დაქირავების პროცესის სრულად მართვა (რეკრუტინგი)
- მონაცემთა ბაზის მუდმივ რეჟიმში განახლება (თანამშრომელთა რეგისტრაცია, დანიშვნა, დაწინაურება, დაქვეითება, ხელფასის ცვლილება, გათავისუფლება) და შესაბამისი ბრძანებების წარმოება;
- შვებულებების, მივლინებების, გაცდენების და დასწრების აღრიცხვა / კონტროლი;
- HR მიმართულების კვლევებსა და შეფასებებში მონაწილეობის მიღება (მაგ. თანამშრომელთა კმაყოფილება, გამოსაცდელი ვადის შეფასება და ა.შ.);
- კომპანიის საკადრო დოკუმენტაციის მართვა;
- ადამიანური რესურსების დეპარტამენტში ყოველდღიური საოპერაციო საქმიანობის განხორციელება;
- საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით საუკეთესო პრაქტიკის დანერგვისა და ახალი წინადადებების ინიცირება/განხორციელება;
ძირითადი მოთხოვნები:
- უმაღლესი იურიდიული /ბიზნეს ადმინისტრირების მიმართულებით
- მინიმუმ 2 წლიანი გამოცდილება HR მიმართულებით ან იურიდიულ სფეროში
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- MS Office პროგრამების მაღალ დონეზე ფლობა,
- შრომის კოდექსისა და სხვა დაკავშირებული საკანონმდებლო აქტების ცოდნა.
მოხარულები ვართ, რომ ჩვენი ვაკანსიით დაინტერესდით!
გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ თქვენი CV ელ.ფოსტაზე: SChichileishvili@cs.ge
მნიშვნელოვანია, რომ სათაურის ველში მიუთითოთ პოზიციის ზუსტი დასახელება.ჩვენი გუნდი ყურადღებით გაეცნობა თქვენს CV-ს და შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაგიკავშირდებით.
გაცნობებთ, რომ ჩვენს ვაკანსიაზე თქვენი მონაცემების, მათ შორის რეზიუმეს გამოგზავნით, „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“საქართველოს კანონის შესაბამისად, აცხადებთ თანხმობას რომ შპს,,Construction service’დაამუშაოს თქვენი პერსონალური მონაცემები ვაკანსიასთან შესაბამისობის დადგენის მიზნით. ამასთან,
თქვენ მიერ გამოგზავნილი რეზიუმე შეიძლება განიხილოს სხვა ვაკანტური და შენახულ იქნას 1 წლის განმავლობაში. თქვენ მიერ მოწოდებული ინფორმაცია დამუშავებული იქნება შპს ,,Construction service“-ის რეკრუტინგის სამსახურის მიერ.
გისურვებთ წარმატებას!