საკონდიტრო კომპანია შ.პ.ს. “ტკბილი ქვეყანა” აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის ოპერატორის პოზიციაზე.
მდებარეობა: ქ. გორი. პუშკინის 2 ნაკ 366
სამუშაო განაკვეთი: ორშაბათი-პარასკევი 09:00-18:00
ანაზღაურება: 550 ლარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- დასაქმებულის სამსახურის ფუნქციებში შედის სპეციალურ კომპიუტერულ პროგრამაში მზა პროდუქციის საწყობში პროდუქციის მიღების აღრიცხვა და ასახვა;
- მზა პროდუქციის საწყობის მიერ სპეციალური ფორმის საფუძველზე პროგრამულად უზრუნველყოს დისტრიბუტორების მიერ გატანილი და დაბრუნებული პროდუქციის მათ ნაშთში ასახვა;
- ახალი ორგანიზაციის პროგრამაში რეგისტრაცია;
- შეკვეთების მიმღებები (პრისეილერები, ვანსეილები) გამოგზავნილი შეკვეთების საწყობზე გადაცემა და გადახდებისათვის ჯამური დოკუმენტების მომზადება;
- დისტრიბუტორის მიერ მოწოდებული ზედნადებების საფუძველზე პროგრამულად მოახდინოს პროდუქციის დისტრიბუტორის ნაშთიდან მოხსნა და მითითებულ მაღაზიაზე გადატანა ან პირიქით;
- მიაწოდოს დისტრიბუტორებს ინფორმაცია პროგრამული ამონაბეჭდის სახით, მათ მიერ ობიექტიდან ასაღები თანხის შესახებ;
- შეკვეთების მიმღებების (პრისეილერები, ვანსეილები) ჯამურად დაბრუნების დაბეჭდვა უკან დაბრუნებული პროდუქციის საწყობისთვის;
- საჭიროების შემთხვევაში სასაქონლო ზედნადებების გაუქმება და დაკორექტირება;
- სამუშაო პროცესში აღმოჩენილი შეცდომის აღმოფხვრა;
- ბორტების დატვირთვის დაბრუნების პროგრამული ასახვა, ბორტის აღწერა;
- წინა დღის პირველადი დოკუმენტაციის ბუღალტრისათვის მიწოდება მიმდინარე დღის 12:00 საათამდე;
- შიდა პროგრამის საშუალებით ყოველდღიურად მიაწოდოს ინფორმაცია რეგიონალურ ვაიზერს, გაყიდვების სამსახურის უფროს, ბუღალტერს და ვაიზერს პროდუქციის ყველანაირი მოძრაობის შესახებ;
- ინფორმაციის მიღება პროდუქციის საწყობისა და ვაიზერისაგან.
- კომპანიის დირექტორის,კომერციული დირექტორის,გაყიდვების სამსახურის უფროსის,ბუღალტერის და ვაიზერის მიერ დადგენილი ზეპირი და წერილობითი მითითებების შესრულება, დასაქმებულისათვის მისი ფუნქციის შესაბამისად.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობა;
- დეტალებზე ორიენტირება;
- პრიორიტეტების სწორად განსაზღვრის უნარი;
- ორგანიზებული;
- ენერგიული;
- მოტივირებული;
- შრომისმოყვარე.
დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ რეზიუმე ფოტოსურათით შემდეგ ელ. ფოსტის მისამართზე: office@sweet-country.ge ან დაგვიკავშირდეთ ნომერზე 2 669 777
ვაკანსიაზე აპლიკაციის წარდგენით თქვენ აცხადებთ თანხმობას, რომ თქვენს მიერ წარმოდგენილი პერსონალური მონაცემები დამუშავდეს შპს „ტკბილი ქვეყანა“-ის მიერ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.
თქვენს მიერ წარმოდგენილი მონაცემები დამუშავდება მხოლოდ იმ მიზნით, რომ განვიხილოთ თქვენი კანდიდატურა შესაბამის ვაკანსიაზე დასაქმების მიზნით.
თქვენს მონაცემებს შევინახავთ უსაფრთხოდ შესაბამისი ტექნიკური და ორგანიზაციული უსაფრთხოების ზომების დაცვით 6 თვის განმავლობაში იმ შემთხვევისთვის, თუ მომავალში გაჩნდება შესაფერისი პოზიცია და განვიხილავთ თქვენს დასაქმებას. შენახვის ვადის გასვლის შემდეგ ისინი სრულად განადგურდება/წაიშლება.
თქვენ გაქვთ უფლება:
- მოითხოვოთ ინფორმაცია თქვენი მონაცემების დამუშავების შესახებ;
- მოითხოვოთ მათი გასწორება, განახლება ან წაშლა;
- გამოიხმოთ თანხმობა მონაცემების დამუშავებაზე ნებისმიერ დროს, რის შემდეგაც მონაცემები წაიშლება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
- ისარგებლოთ „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სხვა უფლებებით.
თქვენი უფლებებით სარგებლობისთვის ან პერსონალურ მონაცემთა დამუშავების/დაცვის საკითხებზე გთხოვთ გამოგვიგზავნეთ შეტყობინება ელფოსტაზე: office@sweet-country.ge ან წარმოადგინეთ განცხადება ოფისში (მის.: ქ.თბილისი, გიორგი ჭყონდიდელის ქ. № 56)