ათასწლეულის სკოლა აცხადებს ვაკანსიას საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მკვლევარ-მასწავლებელის (ფიზიკა, ქიმია, ბიოლოგია) პოზიციაზე
ათასწლეულის სკოლაში გვჯერა, რომ თითოეული ადამიანი უნიკალური შესაძლებლობებით იბადება. ჩვენი მიზანია, მოსწავლეებმა სკოლაშივე გამოავლინონ ეს შესაძლებლობები და აქტიურად გამოიყენონ ისინი რეალურ ცხოვრებაში. სწორედ ამიტომ, ჩვენს სკოლაში სწავლა ნიშნავს ცხოვრებას – მონაწილეობას, შესწავლას, აზრის გამოხატვასა და მოქმედებას.
ჩვენი სკოლის მიზნების მისაღწევად 2024 წლიდან, საბაზო საფეხურზე, დაიწყო ალტერნატიული სასწავლო პროგრამების შექმნა და განვითარება.
2024-2025 წელს, X კლასის მოსწავლეებმა შექმნეს საშაბათო სკოლა, “დერეფანი” და ამ პროცესით განივითარეს სხვადასხვა საგნობრივი კომპეტენცია და სოციო-ემოციური უნარი. ისინი, XI კლასშიც, აგრძელებენ საშაბათო სკოლის განვითარებას.
ამ პროგრამის შესახებ მეტი ინფორმაციის სანახავად შეგიძლიათ გაეცნოთ პროგრამის შესახებ მომზადებულ ვიდეოს: https://www.youtube.com/watch?v=AW0HpkpM0eA
2025-2026 სასწავლო წლიდან, X კლასელებისთვის, იქმნება კიდევ ერთი ალტერნატიული პროგრამა, რომლის მიზანია მოსწავლეებმა შექმნან კვლევითი ინსტიტუტი. ეს იქნება ტრადიციულისგან განსხვავებული, ალტერნატიული სასწავლო სივრცე, რომელიც მოსწავლეებში გააძლიერებს კვლევით აზროვნებას, ინტელექტუალურ ცნობისმოყვარეობასა და სამოქალაქო პასუხისმგებლობას.
ჩვენ გვჯერა, რომ მოზარდებს აქვთ უნარი იფიქრონ სიღრმისეულად და დასვან რთული კითხვები. ჩვენ ვხედავთ მომავალს, სადაც მოსწავლეები არ არიან მხოლოდ ცოდნის მიმღები, არამედ აქტიური შემქმნელებიც, რომლებიც არ უშინდებიან ბუნდოვანებას, ეძებენ პასუხებს და სწავლობენ, როგორ იმუშაონ პასუხისმგებლობით, თანამშრომლობითა და ემპათიური კომუნიკაციით.
ვიწვევთ საბუნებიმეტყველო მეცნიერებების მკვლევარ-მასწავლებლებს, დოქტორანტებსა და მკვლევრებს, რომლებიც მონაწილეობას მიიღებენ ახლად შექმნილი პროგრამის განვითარებაში, სჯერათ მოზარდების პოტენციალის და აქვთ სურვილი ასწავლონ კვლევაზე დაფუძნებული მეთოდებით.
ათასწლეულის სკოლის საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მკვლევარ-მასწავლებელი:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
გასაუბრების წარმატებით გავლის შემთხვევაში, კანდიდატი გადადის შესარჩევი პროცესების მეორე ეტაპზე, რომელიც კანდიდატისთვის ინდივიდუალურად შერჩეულ, კონკრეტული საქმიანობის შესრულებას გულისხმობს.
დაინტერესებულმა კანდიდატებმა თქვენი რეზიუმე გადმოაგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე hr@millennium-school.org. აუცილებელია რომ აპლიკანტმა პოზიციის დასახელება მიუთითოს subject-ის ველში.
სკოლა შერჩეულ კანდიდატებს დაუკავშირდება არაუგვიანეს 28 მაისისა.

- ამზადებს და ატარებს მის მიერ შემუშავებულ სასწავლო მოდულებს საგანში კვლევითი კომპონენტის გათვალისწინებით (დამოუკიდებლად ან/და სხვა მასწავლებელთან თანამშრომლობით);
- ქმნის თითოეული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებულ სასწავლო გარემოს;
- ქმნის სასწავლო გარემოს, რომელიც ეხმარება მოსწავლეს სწავლის მიმართ დადებითი დამოკიდებულებების ჩამოყალიბებაში;
- ეხმარება მოსწავლეს რეფლექსიისა და თვითრეფლექსიის უნარის განვითარებაში;
- ქმნის გარემოს, რომელიც თითოეულ ინდივიდს ეხმარება განსხვავებულობის აღქმასა და მიმღებლობაში;
- ახალისებს მოსწავლის ინიციატივებს, კითხვების დასმის სურვილს;
- სწავლა-სწავლების პროცესში იყენებს თანამედროვე სასწავლო მიდგომებს და მრავალფეროვან სასწავლო რესურს;
- შეუძლია შეიმუშაოს მოსწავლის საჭიროებებზე მორგებული დეტალური და დაბალანსებული სასწავლო გეგმა;
- იყენებს სასწავლო პროცესში წარმოქმნილი სირთულეების ანალიზს სამომავლო საგაკვეთილო პროცესში შესაბამისი ინტერვენციების განსახორციელებლად;
- გეგმავს და მონაწილეობას იღებს სკოლის პროექტებსა და სხვა აქტივობებში;
- უწყობს ხელს მოსწავლეებში კრიტიკული აზროვნებისა და სამეცნიერო მიდგომის განვითარებას;
- თანამშრომლობს ალტერნატიული პროგრამის კოორდინატორთან, საფეხურის კოორდინატორთან, კლასის მასწავლებლებთან, ფსიქოლოგთა გუნდთან და მათთან ერთად ზრუნავს თითოეული მოსწავლის აკადემიური, სოციალურ-ემოციური უნარების განვითარებაზე;
- ერთვება სკოლის მიერ შეთავაზებულ პროფესიული განვითარების აქტივობებში.
- არის ღია, თანასწორი და მხარდამჭერი პროფესიული კომუნიკაციისთვის.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები
- მაგისტრის ან დოქტორის ხარისხი (ან სწავლის პროცესში მყოფი) საბუნებისმეტყველო მეცნიერებებში
- კვლევითი გამოცდილება
- გამოკვეთილი ინტერესი მოზარდების განათლებისა და განვითარებისადმი
- ღიაობა ინტერდისციპლინური თანამშრომლობისადმი
- ინგლისური ენის ცოდნა
- ემპათია, მოთმინება და კომუნიკაციის მაღალი უნარები