კომპანია ტექსიდი ორგანიზაციებს სთავაზობს მომხმარებელზე ორიენტირებულ გადაწყვეტილებებს კიბერუსაფრთხოების, დევოფსის და IT ინფრასტრუქტურის მიმართულებით.
ტექსიდი აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე: უმცროსი გაყიდვების მენეჯერი / უფროსი გაყიდვების მენეჯერი
უმცროსი გაყიდვების მენეჯერი (სპეციალისტი)
მოთხოვნები გაყიდვების უმცროსი მენეჯერისთვის
- გამოცდილება გაყიდვებში
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- კონტრაქტორებთან მუშაობის გამოცდილება
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავებისა და განხორციელების უნარი
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესის, მარკეტინგის, ფინანსების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში
პასუხისმგებლობა გაყიდვების უმცროსი მენეჯერისთვის
- პარტნიორებთან / კონტრაქტორებთან ურთიერთობის მართვა და განვითარება
- ახალი პარტნიორებისა და კონტრაქტორების მოძიება
- გაყიდვების ზრდის მიზნით არსებული კონტრაქტორებთან კომუნიკაცია
- ინფორმაციების განახლება და რეპორტინგი
- არსებული გამოწვევების იდენტიფიცირება და პრობლემების გადაჭრა
- პარტნიორობის შეთანხმებებზე და კონტრაქტებზე მოლაპარაკება
- პოტენციურ მომხმარებლებისთვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
- დარგის ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა
სამუშაო პირობები
- მდებარეობა: თბილისი, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
- სამუშაო საათები – ორშაბათი – პარასკევი – 8 საათი.
- კორპორატიული დაზღვევა;
- პროფესიონალური სამუშაო გარემო.
- IT სერვისების მიმართულებით კვალიფიკაციის ამაღლება (შესაბამისი ტრენინგების ჩატარება)
უფროსი გაყიდვების მენეჯერი
მოთხოვნები უფროსი მენეჯერებისთვის
- გამოცდილება გაყიდვებში - არანაკლებ 5 წელი
- მოლაპარაკებების წარმართვის უნარი
- ბაზარზე ძირითად მოთამაშეებთან მუშაობის გამოცდილება
- გაყიდვების სტრატეგიის შემუშავების, დანერგვის და განხორციელების უნარი
- კონტრაქტორებთან და პარტნიორებთან ურთიერთობის უნარები
- ბაზრის ტენდენციების შეფასებისა და გადაწყვეტილების მიღების უნარები
- გუნდურად მუშაობის უნარი
- ცვლილებებთან სწრაფი ადაპტაციის უნარი
- უცხო ენების ცოდნა - ინგლისური
- სასურველია ბაკალავრის ხარისხი ბიზნესში, მარკეტინგის, ფინანსების ან მასთან დაკავშირებულ სფეროში.
პასუხისმგებლობები
- გაყიდვების სტრატეგიების შემუშავება
- პარტნიორებთან ურთიერთობის მართვა და გაღრმავება
- ახალი პარტნიორებისა და კონტრაქტორების მოძიება
- გაყიდვების ზრდის მიზნით არსებული კონტრაქტორებთან მუდმივი კომუნიკაცია
- გაყიდვების მიზნების მიღწევა
- არსებული გამოწვევის იდენტიფიცირება და პრობლემების გადაწყვეტა
- პარტნიორებთან მოლაპარაკება პარტნიორობის შეთანხმებებზე და კონტრაქტებზე
- პოტენციური პარტნიორებისათვის პრეზენტაციების მომზადება და წარდგენა
- კომპანიის პოლიტიკასა და პროცედურებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა
- დარგის ტენდენციებისა და საუკეთესო პრაქტიკის ცოდნა
სამუშაო პირობები
- მდებარეობა: თბილისი, ბიზნეს ცენტრი ატრიუმი
- სამუშაო საათები – ორშაბათი – პარასკევი – 8 საათი.
- კორპორატიული დაზღვევა;
- პროფესიონალური სამუშაო გარემო.
- კვალიფიკაციის ამაღლების შესაძლებლობა
- ფინანსური კეთილდღეობის ზრდის შესაძლებლობა
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) ელფოსტის მისამართზე: vacancy@techseed.ge
წერილის სათაურში (subject) გთხოვთ მიუთითოთ პოზიციის დასახელება.