ღია კონკურსი აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად

თბილისი მოქნილი გრაფიკი საქართველოს უნივერსიტეტი
მივლინება: არა ხელფასი: 900 - 1000
განათლება: დოქტორი ენები: ინგლისური
მეცნიერება/განათლება: უმაღლესი განათლება
საქართველოს უნივესიტეტის აცხადებს ღია კონკურსს აკადემიური თანამდებობების დასაკავებლად შემდეგი მიმართულებებით:

ხელოვნებისა და ჰუმანიტარულ მეცნიერებათა სკოლა
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქართული საგალობლების მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • პროფესორის აკადემიური თანამდებობა ქართული ტრადიციული მუსიკის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლა
  • ასოცირებული პროფესორის აკადემიური თანამდებობა ბიოქიმიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასისტენტ პროფესორის აკადემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)
  • ასისტენტის აკადემიური თანამდებობა მიკრობიოლოგიის მიმართულებით (1 ვაკანსია)

წარმატებული კანდიდატის გამოვლენა განხორციელდება შემდეგი წესით:
ძირითადი კრიტერიუმებია:
  • განათლება: დოქტორის აკადემიური ხარისხი; ასისტენტის აკადემიური თანამდებობის დაკავება შეუძლია დოქტორანტს.
  • სამეცნიერო-პედაგოგიური საქმიანობა: პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 6 წლის გამოცდილება; ასოცირებულ პროფესორს უნდა ჰქონდეს სამეცნიერო-პედაგოგიური მუშაობის არანაკლებ 3 წლის გამოცდილება.
  • სამეცნიერო ნაშრომები ბოლო 5 წლის განმავლობაში. უპირატესობა მიენიჭება Scopus-ში ინდექსირებულ გამოცემებში გამოქვეყნებული პუბლიკაციების ავტორებს.
  • ინგლისურ ენებზე ლექციის ჩატარების უნარი (სავალდებულოა მხოლოდ მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სკოლის ვაკანსიებისთვის);

დამატებითი კრიტერიუმებია:
  • სილაბუსი/სილაბუსები, რომლებიც ფასდება შინაარსის, სწავლის შედეგებისა და მათი მიღწევის მეთოდების ადეკვატურობით;
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა;
  • კონფერენციებში/სემინარებში მონაწილეობა - ბოლო 5 წლის განმავლობაში;
  • პროფესიული განვითარების ღონისძიებებში მონაწილეობა;
  • საოფისე ტექნოლოგიების გამოყენების უნარი.

წარმოსადგენი დოკუმენტებია:
  • განაცხადი საკონკურსო კომისიის სახელზე - იმ ვაკანსიის მითითებით, რომელზეც განაცხადს აკეთებს აპლიკანტი (დართული ფორმის მიხედვით);
  • საქართველოს უნივერსიტეტის აპლიკაციის ფორმა შევსებული ქართულ და ინგლისურ ენებზე (დართული ფორმის მიხედვით);
  • ირადობის მოწმობის ასლი;
  • აკადემიური ხარისხის (ბაკალავრი, მაგისტრი, დოქტორი ან მათთან გათანაბრებული) დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი. უცხოეთში გაცემული ან არაქართულენოვანი დიპლომი უნდა იყოს ნათარგმნი ქართულ ენაზე. უცხოეთში მიღებული კვალიფიკაცია აღიარებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ (https://eqe.ge/en/page/static/213/utskhoetshi-mighebuli-ganatlebis-aghiareba) და თარგმანი - დამოწმებული ნოტარიულად;
  • ცნობა პედაგოგიური-სამეცნიერო გამოცდილების შესახებ;
  • გამოქვეყნებული შრომების სია და ასლები (წარმოსადგენია გამოქვეყნებული შრომების სრული ნუსხა, რომელიმე პუბლიკაციის ასლი კანდიდატის შერჩევით);
  • ინგლისურ ენის სერტიფიკატი (არსებობის შემთხვევაში). თერაპიული სტომატოლოგიის ვაკანსიაზე აუცილებელია ინგლისურ ენაზე სწავლების სულ მცირე 3 წლის გამოცდილება ან საზღვარგარეთ მოქმედ კლინიკაში ინგლისურ ენაზე საექიმო საქმიანობის განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ან საზღვარგარეთ მოქმედ კვლევით დაწესებულებაში ბიომედიცინის მიმართულებით სასწავლო/კვლევითი საქმიანობის ინგლისურ ენაზე განხორციელება არანაკლებ 1 წლის განმავლობაში, ან ინგლისურ ენაზე დიპლომამდელი ან დიპლომისშემდგომი პროგრამის დასრულება, დადასტურებული დოკუმენტით;
  • საქართველოს უნივერსიტეტის ფარგლებში კვლევითი საქმიანობის ხედვა (დართული ფორმის მიხედვით);
  • საგნის სილაბუს(ებ)ი;
  • სხვა ინფორმაცია, რომელიც თქვენი აზრით მნიშვნელოვანია შესაბამის პოზიციაზე თქვენი კანდიდატურის წარმოჩენისთვის.

საკონკურსო კომისიის მოთხოვნის შემთხვევაში, კანდიდატს შეიძლება ეთხოვოს დემო ლექციის ჩატარება;

კონკურსში გამარჯვებულმა პირმა აფილირება უნდა გააკეთოს საქართველოს უნივერსიტეთან. Google Scholar-ის პროფილის ვერიფიკაცია მოხდეს საქართველოს უნივერსიტეტის სახელით და საქართველოს უნივერერსიტეტის ოფიციალური (@ug.edu.ge) ელ. ფოსტით.

საკონკურსო დოკუმენტების მიღება 2025 წლის 9-10 ივნისს ელექტრონული ფორმით ელექტრონულ ფოსტაზე academicvacancy@ug.edu.ge ან მატერიალური ფორმით მისამართზე: თბილისი, კოსტავას ქ. #77ა, მე-4 კორპუსი, ოთახი №514, 0171. კანდიდატურა განიხილება დოკუმენტების სრულად წარმოდგენის შემთხვევაში.

აკადემიური თანამდებობის დასაკავებელი კონკურსი ჩატარდება 2025 წლის 11-12 ივნისს.
საონკურსო კომისიის გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო კომისიაში. საჩივრებისა და პრეტენზიების მიღების დღე - 2025 წლის 17 ივნისი.
კონკურსში გამარჯვებული პირების სია გამოქვეყნდება 2025 წლის 20 ივნისს საქართველოს უნივერსიტეტის ვებ-გვერდზე www.ug.edu.ge.
საქართველოს უნივერსიტეტი არის რეგიონის ლიდერი, ყველაზე დიდი კერძო უნივერსიტეტი საქართველოში, რომელიც ემსახურება 7000-ზე მეტ ქართველ და საერთაშორისო სტუდენტს მსოფლიოს 70 ქვეყნიდან. UG-ს მრავალფეროვანი და პროგრესული გუნდი 1200-მდე თანამშრომელს აერთიანებს.

ჩვენს აკადემიურ პერსონალს ვთავაზობთ:
  • მოქნილ სამუშაო გრაფიკს
  • კონკურენტულ ანაზღაურებას
  • სასწავლო და სამეცნიერო საქმიანობის შეთავსებას
  • სამეცნიერო საქმიანობის ხელშეწყობას და დამატებით ჯილდოებს სამცენიერო აქტივობებში
  • პროფესიული განვითარების ხელშეწყობას
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას
  • ჯანსაღ ორგანიზაციულ კულტურას
  • უსფრთხო სამუშაო გარემოს
  • უახლეს საოფისე ტექნოლოგიებს

სრული ინფორმაციისთვის ეწვიეთ ჩვენს ვებ-გვერს: https://ug.edu.ge/public/
საქართველოს უნივერსიტეტის გუნდი აღიარებს რა პერსონალური მონაცემების დაცვის მნიშვნელობას, პერსონალური მონაცემის დამუშავებისას უზრუნველყოს ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა, მათ შორის, პირადი ცხოვრების ხელშეუხებლობის დაცვას.

"პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს უნივერსიტეტის მიერ დამუშავდება თქვენი პერსონალური მონაცემები, რათა დადგინდეს ვაკანტურ პოზიციასთან თქვენი შესაბამისობა. პერსონალური მონაცემების დამუშავება ხორციელდება წინასახელშეკრულებო ურთიერთობის ვადით, კანდიდატის შესახებ დასაქმებასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღებამდე. რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ავტომატურად ეთანხმებით ზემოთ აღნიშნულ პირობებს.

გისურვებთ წარმატებას!
მიმაგრებული ფაილი: გადმოწერა