კომპანია "ზოდი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ქ.თბილისში.
კომპანიის აღწერა:
კომპანია ‘’ზოდი’’ 2007 წლიდან წარმატებით პოზიციონირებს სამშენებლო-სარემონტო მასალების ბაზარზე. ზოდის მაღაზიათა ქსელი მომხმარებლებს სთავაზობს შიდა და გარე სარერემონტო მასალების მაღალი ხარისხის მოთხოვნად პროდუქციას: ინტერიერის და ექსტერიერის კარები, ბუნებრივი ქვები, კირქვის ყველაზე დიდ არჩევანს საქართველოში, კერამიკული ფილები, ლამინირებული იატაკი, აბაზანის აქსესუარები, გათბობის სისტემები და სხვა.
„ზოდი“ საქართველოში წარმოდგენილია 5 ბრენდ მაღაზიით – თბილისში, ბათუმში, მარნეულში, რუსთავსა და გორში.
კომპანია "ზოდი"-ს ზრდა განპირობებულია გარანტირებული ხარისხით, მაღალი სანდოობითა და კვალიფიციური თანამშრომლებით.
დამატებითი ინფორმაციისთვის ეწვიეთ ვებ-გვერდს: https://zodi.ge/
ეს ვაკანსია შენთვისაა, თუ:
- გაქვს მინიმალური გამოცდილება გაყიდვებისა და მომსახურების მიმართულებით;
- საინტერესოა და მოგწონს შიდა და გარე ინტერიერის დიზაინი;
- ხარ კომუნიკაბელური და განვითარებაზე ორიენტირებული.
- ადგილი სადაც იმუშავებ: ქ.თბილისი, ნონა გაფრინდაშვილის ქ. #11
- ანაზღაურება: ფიქსირებულ ანაზღაურება + ბონუსი
- სამუშაო დღეები: 5 სამუშაო დღე, კვირაში 40 საათი
სამუშაო აღწერა:
- მომხმარებლისთვის კონსულტაციის გაწევა, შიდა სარემონტო პროდუქტების მიმართულებით;
- შოურუმში შემოსული მომხმარებლების საჭიროებების დადგენა და პროდუქციის შეთავაზება;
- მომხმარებლისთვის პროდუქციის შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ტექნიკური მახასიათებლების გაცნობა;
- მომხმარებლისგან შეკვეთის მიღება და პროდუქციის მიწოდების ორგანიზებაში მონაწილეობის მიღება;
- გაყიდვების და შეკვეთების პროგრამაში ასახვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- სასურველია რითეილში მუშაობის გამოცდილება;
- უცხო ენების ცოდნა სასაუბრო დონეზე;
- სასურველია მომსახურების სტანდარტის ცოდნა;
- სასურველია პროგრამა ბალანსში მუშაობის გამოცდილება.
პიროვნული თვისებები:
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- განვითარებაზე და შედეგებზე ორიენტირებული;
- დროის ეფექტური მართვის უნარი;
- ორგანიზებულობა;
- კომუნიკაბელურობა;
- გუნდური მუშაობის უნარი.
ჩვენ გთავაზობთ:
- შესაძლებლობას გახდეთ სწრაფად მზარდი კომპანიის თანამშრომელი;
- კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
- მზარდ საბონუსე სისტემას;
- სასიამოვნო და მეგობრულ სამუშაო გარემოს;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ, გამოგზავნოთ რეზიუმე (CV) ელექტრონულ მისამართზე: Hr@zodi.ge და სათაურის ველში (subject) მიუთითეთ პოზიციის დასახელება.
დამატებითი ინფორმაცია:
გაცნობებთ, რომ შპს „ზოდი პლიუსი“ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას, ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით, "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის მოთხოვნათა შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ასევე შესაძლოა დამუშავდეს სამომავლო ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება, გსურთ მონაცემთა ცვლილება ან წაშლა, გთხოვთ მოგვმართეთ.
შპს „ზოდი პლიუსი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ იმ პირებთან, ვინც გაივლის შერჩევის პირველ ეტაპს და მიენიჭება კანდიდატის სტატუსი.
გისურვებთ წარმატებას!