მონიტორინგის სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგროჰაბი
მივლინება: არა
წარმოება/ოპერაციები: ხარისხის კონტროლი
აგროპროდუქტების პირველი ჰიპერმარკეტი საქართველოში - აგროჰაბი 2016 წელს გაიხსნა. პირველი ევროპული სტანდარტის ჰიპერმარკეტი, რომელიც მომხმარებელს ნატურალურ, ქართულ, ჯანსაღ პროდუქტს სთავაზობს.

კომპანია „აგროჰაბი“  აცხადებს ვაკანსიას შიდა აუდიტისა და მონდიტორინგის დეპარტამენტში მონიტორინგის სპეციალისტის პოზიციაზე.
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები:   
  • კომპანიის ობიექტების პერიოდული შემოწმება;
  • შემოწმების შედეგად გამოვლენილ დარღვევებზე აქტების მომზადება;
  • ხარვეზების შესახებ შესაბამისი სტრუქტურული ერთეულების დროული ინფორმირება და მათი გამოსწორების უზრუნველყოფის კონტროლი;
  • კომპანიაში დამტკიცებული რეგულაციების პერიოდული შემოწმება, არსებული ხარვეზებისა და შეუსაბამობების იდენტიფიცირება;
  • კომპანიის კუთვნილი ობიექტების მონიტორინგის მიზნით პერიოდული მივლინებების განხორციელება
 
ძირითადი მოთხოვნები:
  • MS Office პროგრამების მომხმარებლის დონეზე ფლობა. (Word Excel)
  • დაკვირვებულობა და დეტალებისადმი ყურადღება;
  • დოკუმენტაციასთან მუშაობის უნარი;
  • სწრაფი გადაწყვეტილებების მიღების უნარი;
  • პრობლემების დროულად გადაჭრის უნარი;
  • გუნდში მუშაობის უნარი;
  • არასტანდარტული გრაფიკით მუშაობის შესაძლებლობა
 
სასურველია:
  • უმაღლესი განათლება.

სამუშაო გრაფიკი:  სრული/არასტანდარტული

დაინტერესებულმა პირებმა, გთხოვთ, გადმოაგზავნოთ თქვენი CV  ელ-ფოსტა hr@agrohub.ge
გთხოვთ, ელექტრონული წერილის თემაში (Subject) მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

გისურვებთ წარმატებას!