შემოუერთდით Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს და შეიტანეთ თქვენი წვლილი ჩვენს საერთო წარმატებაში!
ვეძებთ ენერგიულ, კომუნიკაბელურ და დეტალებზე ორიენტირებულ დალაგება-დასუფთავების სუპერვაიზერს, რომელიც შეუერთდება Hampton by Hilton Batumi Center-ის გუნდს.
თუ თქვენთვის მნიშვნელოვანია სისუფთავის მაღალი სტანდარტების დაცვა და გსურთ მჭიდროდ ითანამშრომლოთ ერთგულ და პროფესიონალ გუნდთან — ეს შესაძლებლობა თქვენთვის არის!
სამუშაოს მოკლე აღწერა
დალაგება-დასუფთავების სუპერვაიზერი პასუხისმგებელია დისახლისების გუნდის კოორდინაციაზე და სასტუმროში სისუფთავისა და ჰიგიენის სტანდარტების უწყვეტ დაცვაზე.
ის უზრუნველყოფს ყოველდღიური ოპერაციების გამართულად მართვას, გუნდის საქმიანობის მონიტორინგს და ისეთი გარემოს შექმნას, რომელიც მორგებულია სტუმრების კომფორტსა და მოთხოვნებზე. პოზიცია ექვემდებარება საოპერაციო სუპერვაიზერს და წარმოადგენს მნიშვნელოვან რგოლს სასტუმროს ოპერაციულ წარმატებაში.
ძირითადი მოვალეობები
- მართავს დალაგება-დასუფთავების გუნდს, ზედამხედველობს ოთახებისა და საერთო სარგებლობის სივრცეების სისუფთავის სტანდარტების დაცვას, ატარებს ტრენინგებს და აფასებს თანამშრომელთა მუშაობას.
- ადგენს და განაახლებს SOP-ებს (სტანდარტულ სამუშაო პროცედურებს) ოპერაციული საჭიროებების მიხედვით.
- ადგენს დიასახლისების სამუშაო გრაფიკს, ანაწილებს მოვალეობებს, აკონტროლებს ცვლების გადაბარების პროცესს და მართავს საშტატო ცვლილებებს.
- საოპერაციო სუპერვაიზერთან თანამშრომლობით მართავს ინვენტარს (ქიმიკატები, თეთრეული, მარაგები), აკონტროლებს რესურსების დროულ განკარგვასა და მიზნობრივ გამოყენებას.
- თანამშრომლობს რეცხვის მომსახურების მომწოდებელთან - აკონტროლებს თეთრეულის რაოდენობას, მიწოდების დროულობას, სისუფთავის ხარისხსა და ფასების შესაბამისობას.
- აკონტროლებს ხელფასების, სამუშაო გრაფიკებისა და ბონუსების აღრიცხვას, უზრუნველყოფს მონაცემების სიზუსტეს და საჭიროების შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას შესაბამის პირებს.
- აკონტროლებს დაკარგული ნივთების აღრიცხვასა და დამუშავების პროცესს, მართავს მარაგებსა და ინვენტარს
- თანამშრომლობს ტექნიკურ დეპარტამენტთან, რათა უზრუნველყოფილ იქნას ოთახებისა და საერთო სივრცეების სათანადო ტექნიკური მოვლა.
- გეგმავს და ზედამხედველობს გენერალური დასუფთავების პროცესს.
- უზრუნველყოფს სტუმრების განსაკუთრებულ საჭიროებებზე სწრაფ და სათანადო რეაგირებას.
- უზრუნველყოფს უსაფრთხოების პროცედურების დაცვას სამუშაო პროცესში.
- თანამშრომლობს სხვა დეპარტამენტებთან საჭიროებისამებრ და ხელს უწყობს გუნდურ, პოზიტიურ სამუშაო გარემოს.
დამატებითი ფუნქცია-მოვალეობები:
- მონაწილეობს გუნდურ შეხვედრებსა და ტრენინგებში.
- აწარმოებს დასუფთავების ინვენტარის აღრიცხვასა და უზრუნველყოფს მის დროულ შევსებას.
- საჭიროების შემთხვევაში ასრულებს ოთახის დამლაგებლის ფუნქციებს საოპერაციო საქმიანობის ეფექტურად წარმართვისთვის
- კრიზისულ სიტუაციებში მოქმედებს სასტუმროს საგანგებო პროცედურების შესაბამისად და ზრუნავს სტუმრების უსაფრთხოებაზე.
დამატებითი მოთხოვნები:
- მზადყოფნა იმუშაოს სხვადასხვა ცვლაში – მათ შორის დღის, საღამოს, შაბათ-კვირისა და დღესასწაულების პერიოდში.
- მაღალი პასუხისმგებლობის გრძნობა სისუფთავისა და მოწესრიგებული გარემოს უზრუნველყოფის მიმართ.
კვალიფიკაცია:
- მინიმუმ 3 წლიანი გამოცდილება დალაგება-დასუფთავების სფეროში, მათ შორის ხელმძღვანელ პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება.
- გამართული ვერბალური და წერილობითი კომუნიკაციის უნარი.
- საოფისე პროგრამებთან მუშაობის ცოდნა/გამოცდილება.
- სასურველია დალაგება-დასუფთავების მართვის სისტემების ცოდნა.
- ჰიგიენის სტანდარტებისა და უსაფრთხოების პროტოკოლის ცოდნა.
- სტრესულ სიტუაციებში თავაზიანობისა და სიმშვიდის შენარჩუნება, სტუმართა საჭიროებებზე სწრაფი და ყურადღებიანი რეაგირება.
სამუშაო პირობები
- სამუშაო ადგილი: ბათუმი
- დასაქმების ტიპი: სრული განაკვეთი
- ანაზღაურება: შეთანხმებით
- გამოწვევებით სავსე, სასიამოვნო, მრავალფეროვან და განვითარებად გარემოსთან ერთად კომპანია თანამშრომლებს განსაკუთრებულ ბენეფიტებსაც სთავაზობს:
ჯანმრთელობის დაზღვევა;
50%-იან ფასდაკლებას ჰილტონ ბათუმში, კერძოდ ნეფელე სქაი ბარში, თანდილა ლობი ბარში, რესტორან პელიონში, ეფორია სპაში;
70%-იან ფასდაკლებას ბათუმის საბაგირო გზა "არგო"-ზე
ფასდაკლებას რესტორან "არგო"- ში
დაინტერესებულმა კანდიდატებმა ვაკანსიაზე განაცხადის შესავსებად, გთხოვთ, ეწვიოთ მითითებულ ბმულს და შეავსოთ განაცხადი: https://careertourinvestgroup.bitrix24.site/crm_form_lq7go/
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
Hampton by Hilton Batumi Center მადლობას გიხდით ვაკანტური პოზიციით დაინტერესებისთვის და გისურვებთ წარმატებას!