"ავტო იმპორტ ჯორჯია"-ში გვესაჭიროება მიმღების ადმინისტრატორი.
სამუშაო საათები 10:00-18:00სთმდე ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით.
მოთხოვნები:
- კომუნიკაბელურობა – თავაზიანი, მეგობრული და დამაჯერებელი ურთიერთობა მომხმარებელთან და პარტნიორებთან.
- პროფესიონალური ჩაცმულობა სერვისის შესაფერისად.
- კომპიუტერული უნარები – საოფისე პროგრამების (Word, Excel) და ავტომობილების ბაზრებთან დაკავშირებული პლატფორმების გამოყენების ათვისების უნარი
- ორგანიზებულობა – სატელეფონო ზარების, დოკუმენტაციისა და შეხვედრების ეფექტური მართვა.
- სტრესული სიტუაციების მართვა – კლიენტების მოთხოვნების ოპერატიულად შესრულება და პრობლემური სიტუაციების დროული გადაწყვეტა.
- რუსული ენის ცოდნა - რადგან მეზობელი ქვეყებიდან შემოსულ ზარებზე მოგიწევთ პასუხის გაცემა (აზერბაიჯანი და სომხეთი).
მოვალეობები:
- ოფისში შემოსული მომხმარებლის გადამისამართება შესაბამის თანამშრომელთან
- შემოსული ზარების გადამისამართება
- კლიენტებისთვის ხელშეკრულებების გაგზავნა (signify)
- განბაჟების საბუთების გაცემა, საჭიროების შემთხვევაში ფოსტით გაგზავნა, საბუთის მიმღები პირის მონაცემების მონიშვნა CRM-ზე, მიღება-ჩაბარების გაფორმება
- მომხმარებლებისთვის კონტეინერის მონაცემების მიწოდება
- მომხმარებლებისთვის ავტომობილის ჩატვირთვის / ყიდვის/ გახსნის/ ფოტოების მიწოდება
- კონტეინერების მონაცემების CRM-ში ასახვა
- მიმხმარებლებთან კომუნიკაცია ავტომობილის ჩამოსვლამდე
- ავტომობილის შესყიდვის და კონტეინერის გახსნის შემდგომ მომხმარებლების გამოკითხვა მიღებული სერვისის შესახებ და მიღებული ინფორმაციის საფუძველზე რეპორტის მომზადება • მომხმარებლებისთვის საჩუქრების გადაცემა
- კმაყოფილი მომხმარებლებისგან შეფასებების მიღება სოც.ქსელებში
- ფეისბუქზე და ინსტაგრამზე შემოსულ შეტყობინებებზე პასუხი გაცემა.
ანაზღაურება: გამოსაცდელ პერიოდში 1000 ლარი - ხოლო შემდგომ 1300 ლარი.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ რეზიუმე/CV გადმოგვიგზავნოთ მითითებ ელ ფოსტაზე: hr@aig.com.ge
სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება "მიმღები ადმინისტრატორი"