საერთაშორისო ბრენდი HILTI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს ეიჩ ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.
ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი+ ბონუსური სისტემა, გაყიდვის შესაბამისად.
ძირითადი მოვალეობები:
- პოტენციური მომხმარებლების მოძიება,- სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ვიზიტით;
- არსებულ მომხმარებლებთან პერიოდული ვიზიტი, პროდუქციის დემოსტრაციის ჩატარება, ტექნიკური საკითხების განხილვა და გაყიდვა;
- მომხმარებლებისა და პარტნიორების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი;
- ყოველდღიური მოხსენებების (Report) მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გაყიდვების შედეგებზე,- უშუალო ხელმძღვანელთან;
- სამშენებლო ბაზრის გამოწვევების ცოდნა და საჭიროებების განსაზღვრა და ანალიზი;
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში;
- ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი;
- სასურველია, ინგლისური,რუსული და თურქული ენების ცოდნა;
- საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა, მოტივირებულობა, დროის ეფექტურად წარმართვის უნარი, ინტერესი სამშენებლო სფეროს მიმართ.
აუცილებელი მოთხოვნა:
- მართვის მოწმობის ფლობა (B კატეგორია, მექანიკა).
სამუშაო პირობები და გრაფიკი:
- სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;
- სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30; შაბათი : 10:00-14:00.
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hilti.center@bmehg.ge