გაყიდვების წარმომადგენელი

თბილისი, ბათუმი სრული განაკვეთი BME HILTI GEORGIA
მივლინება: არა ხელფასი: 2000 +ბონუსი
ენები: ინგლისური, რუსული, თურქული მართვის მოწმობა: B
გაყიდვები: სავაჭრო წარმომადგენელი
საერთაშორისო ბრენდი HILTI-ის ოფიციალური წარმომადგენლობა საქართველოში "შპს ბილდინგ მექანიკს ენდ ელექტრონიკს ეიჩ ჯი" აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების წარმომადგენლის პოზიციაზე ბათუმსა და თბილისში.
ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი+ ბონუსური სისტემა, გაყიდვის შესაბამისად. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • პოტენციური მომხმარებლების მოძიება,-  სამშენებლო-დეველოპერულ კომპანიებთან ვიზიტით; 
  • არსებულ მომხმარებლებთან პერიოდული ვიზიტი, პროდუქციის დემოსტრაციის ჩატარება, ტექნიკური საკითხების განხილვა და გაყიდვა; 
  • მომხმარებლებისა და პარტნიორების მონაცემთა ბაზის მუდმივი განახლება და კონტროლი; 
  • ყოველდღიური მოხსენებების (Report) მომზადება მიმდინარე საქმიანობასა და გაყიდვების შედეგებზე,- უშუალო ხელმძღვანელთან; 
  • სამშენებლო ბაზრის გამოწვევების ცოდნა და საჭიროებების განსაზღვრა და ანალიზი; 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • აუცილებელია სამუშაო გამოცდილება გაყიდვებისა და კლიენტებთან ურთიერთობის სფეროში; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების წარმართვის უნარი; 
  • სასურველია, ინგლისური,რუსული და თურქული ენების ცოდნა; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ფლობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა, მოტივირებულობა, დროის ეფექტურად წარმართვის უნარი, ინტერესი სამშენებლო სფეროს მიმართ. 
 
აუცილებელი მოთხოვნა:
  • მართვის მოწმობის ფლობა (B კატეგორია, მექანიკა). 
 
სამუშაო პირობები და გრაფიკი:  
  • სამუშაო დღეები: ორშაბათი-შაბათი;  
  • სამუშაო საათები: ორშაბათი-პარასკევი 09:30-17:30; შაბათი : 10:00-14:00. 
 
დაინტერესების შემთხვევაში, რეზიუმე გამოგვიგზავნეთ ელ.ფოსტაზე: hilti.center@bmehg.ge