სამაცივრე მეურნეობის თანამშრომელი/მუშა

ზუგდიდი სრული განაკვეთი Keystone Agro
მივლინება: არა
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: საწყობის თანამშრომელი
Keystone Agro აცხადებს ვაკანსიას სამაცივრე მეურნეობის თანამშრომლის (მუშის) პოზიციაზე.

სამუშაო ადგილი: ზუგდიდი
სამუშაო გრაფიკი: სრული განაკვეთი (ორშაბათი - პარასკევი)

კომპანიის შესახებ: ,,ქისთოუნ აგროს“ მთავარ მიმართულებას წარმოადგენს აგრობიზნესი, კერძოდ, ლურჯი მოცვის ბაღების გაშენება. ამ საქმიანობას საფუძველი 2021 წელს ჩაეყარა. კომპანიის შესახებ დამატებითი ინფორმაცია ხელმისაწვდომია ვებ-გვერდზე: https://keystone.ge/ge/.

ძირითადი მოვალეობები:
  • პროდუქციის მიღება და სწორად განთავსება სამაცივრე ზონებში
  • შეკვეთების დამზადება და შეფუთვა
  • ტემპერატურის კონტროლი და აღრიცხვა
  • საწყობის სისუფთავისა და ჰიგიენის დაცვა
  • პროდუქციის გადატანა/დალაგება

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • ფიზიკურად აქტიური და გამძლე
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა
  • მსგავს პოზიციაზე გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად
  • სამუშაოს კეთილსინდისიერად შესრულების უნარი

გთხოვთ, დაინტერესებულმა პირებმა რეზიუმე გამოგვიგზავნეთ შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@keystone.ge და სათაურის ველში მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება.
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან მოხდება დაკავშირება

გისურვებთ წარმატებებს!