2GIS-Batumi არის მუდმივად განახლებადი, ულტრათანამედროვე რუკებისა და ნავიგაციის პლატფორმა, რომელიც მალევე გახდება საუკეთესო თანამგზავრი საქართელოში მცხოვრები ყველა ადამიანისთვის, რომლისთვისაც ეფექტური მუშაობა, კომფორტული გადაადგილება და დროის სწორად გამოყენება ყველაზე მნიშვნელოვანია.
ცხადდება ვაკანსია მარკეტინგის მენეჯერის პოზიციაზე
ძირითადი მოვალეობები:
- კომპანიის მარკეტინგული სტრატეგიის და ბრენდის განვითარება;
- კომპანიის ხელმძღვანელთან ერთად ციფრული და მრავალარხიანი კამპანიების (სოციალური მედია, რეკლამა, ელფოსტა, PR, ღონისძიებები) დაგეგმვა და მართვა;
- ვებ-გვერდისა და სოციალური მედიის კონტენტის შექმნა და მართვა;
- დიზაინერთად ერთად ბრენდის ვიზუალებზე მუშაობა
- სტრატეგიული და კრეატიული კამპანიების განხორციელება შიდა პროდუქტების პოპულარიზაციისთვის;
- მარკეტინგული აქტივობების ეფექტიანობის ანალიზი და ოპტიმიზაცია;
- გუნდთან და აუთსორს რესურსებთან ეფექტური თანამშრომლობა;
- მონაწილეობა კომპანიის საკომუნიკაციო არხების განვითრებაში, ვიდეოში სპიკერის (ბრენდის ამბასადორის) როლის შესრულება.
- ახალი ტენდენციების და ტექნოლოგიების კვლევა და დანერგვა.
მოთხოვნები:
- უპირატესობა მიენიჭება კანდიდატების უმაღლესი განათლებით (მარკეტინგი, გაყიდვების მიმართულება, ჟურნალისტიკა)
- მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება მარკეტინგის სფეროში .
- უპირატესობა მიენიჭება კანდიტატებს ციფრული მარკეტინგისა და რეკლამის (Google Ads, SEO, Meta Ads) გამოცდილებით;
- სოციალური მედიის მენეჯმენტის და კონტენტის შექმნის გამოცდილება;
- კრეატიული, სტრატეგიული აზროვნება და ლიდერული უნარები;
- ინგლისური და რუსული ენების მაღალ დონეზე ცოდნა ჩაითვლება უპირატესად
რას გთავაზობთ:
- ანაზღაურება 1200 – 2400 ლარი გამოცდილების მიხედვით
- საბონუსე სისტემა - 500 ლარი
- კომფორტული ოფისი ბათუმის ცენტრში
- განვითარებად და მზარდ კომპანიაში მუშაობა, საერთაშორისო გამოცდილება
- პროფესიული ზრდისა და კარიერული განვითარების შესაძლებლობა;
- დინამიური და მეგობრული სამუშაო გარემო;
- მოქნილი გრაფიკი და დისტანციურად მუშაობის შესაძლებლობა.
·
დაინტერესებულმა პირებმა გამოგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელ.ფოსტაზე: hr@batumi.2gis.ge