დისტრიბუციის მძღოლი

თბილისი, თელავი სრული განაკვეთი როქი
მივლინება: არა ხელფასი: 1500 +ბონუსი
მართვის მოწმობა: B
ლოგისტიკა/ტრანსპორტი: დისტრიბუტორ-ექსპედიტორი
ვეტერინარული კომპანია "როქი" აცხადებს ვაკანსიას დისტრიბუციის მძღოლის პოზიციაზე აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონებში

კომპანია "როქი" 2006 წლიდან ეწევა სასოფლო-სამეურნეო და შინაური ცხოველებისათვის სამკურნალო პრეპარატების, ტექნიკის, ვაქცინების, საკვებისა და საკვებდანამატების, ცხოველთა კვებისა და მოვლის საშუალებების სრული სპექტრის რეალიზაციას.

„როქის“ სადისტრიბუციო ქსელი ფარავს საქართველოს ყველა რეგიონს, ემსახურება ვეტ-აფთიაქებსა და ფერმერთა მომსახურების ცენტრებს.

სამუშაო ადგილი:
  • თბილისი + აღმოსავლეთ საქართველოს რეგიონები

ძირითადი მოვალეობები:
  • კლიენტებისთვის პროდუქციის დროულად მიწოდება წინასწარ განსაზღვრული მარშრუტის მიხედვით;
  • პროდუქციის დატვირთვა და დაუზიანებლად გადატანის უზრუნველყოფა;
  • საჭირო დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
  • სატრანსპორტო საშუალებების წესრიგზე ზრუნვა;

მოთხოვნები:
  • აუცილებელია B კატეგორიის მართვის მოწმობის ფლობა და მართვის გამოცდილება (სასურველია C კატეგორიაც);
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • პუნქტუალურობა;
  • დეტალებისადმი ორიენტირებულობა და ორგანიზებულობა.

ანაზღაურება: ფიქსირებული 1500 ლარი + ბონუსი

დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე - roqi@agro.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე : +995 597 14 10 93;
გისურვებთ წარმატებებს!