კორპორატიული გაყიდვების მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი ბბ დაზღვევა
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური, რუსული
გაყიდვები: გაყიდვების მენეჯერი, კორპორატიული კლიენტები (B2B)
“ბბ დაზღვევა” აცხადებს ვაკანსიას  კორპორატიული გაყიდვების მენეჯერის  პოზიციაზე ქ. თბილისში 
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • კორპორატიული  კლიენტების მოძიება; 
  • სადაზღვევო მომსახურების გაცნობის მიზნით სხვადასხვა კომპანიებისთვის პრეზენტაციის მომზადება და ჩატარება; 
  • პოტენციური კლიენტებისთვის სადაზღვევო პროდუქტების შეთავაზება; 
  • გაყიდვების გეგმების შესრულება; 
  • კლიენტისთვის საჭირო დოკუმენტაციის დროულად მომზადების უზრუნველყოფა.  
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის მინიმუმ 1 წლიანი გამოცდილება; 
  • უმაღლესი განათლება  
  • Microsoft Office-ის პროგრამების ცოდნა; 
  • რუსული და ინგლისური ენების საკომუნიკაციო დონეზე ფლობა. 
 
პიროვნული უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ინფორმაციის სწორად და დამაჯერებლად გადმოცემის უნარი; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • სტრესულ გარემოში მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობის უნარი. 
 
   
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ, 2025 წლის 28 მაისის ჩათვლით, გამოგზავნოთ CV შემდეგ მისამართზე: hr@basisbank.ge , სადაც სათაურის (Subject) ველში აუცილებლად უნდა იყოს მითითებული სასურველი ვაკანსიის დასახელება. 
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შემდგომ ეტაპზე გადასულ კანდიდატებთან. 
 
გისურვებთ წარმატებას!