ავეჯის ამწყობი

თბილისი სრული განაკვეთი Comforter
მივლინება: არა ხელფასი: 2000 +ბონუსი
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: ხელოსანი (ზოგადი) სამშენებლო, უძრავი ქონება: დურგალი
კომფორტერი არის უმაღლესი ხარისხის მქონე ავეჯის მაღაზიათა ქსელი, სადაც წარმოდგენილია 20-ზე მეტი ევროპული პარტნიორი კომპანიის მუდმივად განახლებადი 15 000-მდე სახეობის პროდუქცია. კომფორტერი მომხმარებელს სთავაზობს საუკეთესო ფასებს, ფართო და მუდმივად განახლებად ასორტიმენტს, მომსახურების მაღალ დონესა და ინდივიდუალურ მიდგომას თითოეულ მომხმარებელთან.

კომფორტერი
 აცხადებს ვაკანსიას „ავეჯის ამწყობის“პოზიციაზე.
სამუშაო გრაფიკი: სრული
სამუშაო ადგილი: თბილისი
ანაზღაურება: ფიქსირებული ხელფასი 2000 ლარი + ბონუსი. გამოსაცდელი პერიოდი - 3 თვე.
ანაზღაურება - საგამოცდო პერიოდის განმავლობაში: პირველი 3 თვე - 1500ლ

მოთხოვნები:
  • ორგანიზებული და პასუხიმგებლობის მქონე
  • სასურველია ანალოგიურ სფეროში მუშაობის 2 წლიანი გამოცდილება
  • სასურველია უცხო ენების ცოდნა
  • სასურველია მართვის მოწმობა

მოვალეობები:
  • ავეჯის მონტაჟი და დემონტაჟი.
  • შოურუმში მიღებული ავეჯის ინსტრუქციის მიხედვით გადაადგილება–განთავსება.
  • გაყიდული ავეჯის შესაბამის მისამართებზე მიწოდება.

პიროვნული მახასიათებლები:
  • ახალ გარემოში ადაპტაციის უნარი;
  • სუბორდინაციისა და შიდაგანაწესის განუხრელი დაცვა;
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი
 
ჩვენ გთავაზობთ:
  • პოზიტიურ და სტაბილურ სამუშაო გარემოს;
  • სადაზღვევო პოლისს.
  • კორპორაციულ ფასდაკლებას.
  • პროფესიულ განვითარებას.

თანამშრომლობის მსურველებმა გამოაგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე info@comforter.ge