რეზერვაციების აგენტი

ბათუმი სრული განაკვეთი Greenwood Hotel
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ტურიზმი/გართობის სექტორი: ჯავშნები
სასტუმრო “GreenWood” აცხადებს ვაკანსიას  რეზერვაციების აგენტის  პოზიციებზე. 
სამუშაო ადგილი: ქ. ბათუმი, ბოტანიკური ბაღი, ბაღის I შესახვევი, N 3.  
 

ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ადგილობრივ და უცხოურ ტურისტულ კომპანიებთან აქტიური მუშაობა, რეზერვაციების მიღება; 
  • ინდივიდუალური და ჯგუფური ჯავშნების მიღება, კლიენტებთან ურთიერთობა; 
  • ელექტრონული ჯავშნების სისტემებიდან ჯავშნების მიღება 
  • სტუმრებისთვის სასურველი ინფორმაციის სწორად და დროულად მიწოდება სასტუმროში დადგენილ ფასებთან და დამატებით მომსახურებებთან დაკავშირებით; 
  • ინვოისების და დასტურის წერილების გაგზავნა, დეპოზიტების ჩარიცხვის კონტროლი, შესაბამისი დეპარტამენტების ინფორმირება ჯავშნების და კლიენტების სპეციფიური მოთხოვნების შესახებ; 
  • ჯავშნებთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და უსაფრთხოდ შენახვის უზრუნველყოფა 
  • სასტუმროს მიმღებ განყოფილებასთან მუდმივი და ეფექტური ურთიერთობა 
 
საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება (სასურველია ტურიზმის/სასტუმრო მენეჯმენტის მიმართულებით) 
  • აუცილებელია ინგლისური ენის ცოდნა (სხვა დამატებითი ენა ჩაითვლება უპირატესობად) 
  • სასურველია სასტუმროს რეზერვაციის აგენტის პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება 
  • საოფისე პროგრამების ცოდნა (Word, Excel); 
  • Arealy - ს ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად 
  • სასურველია Booking.com - სა და Expedia - ზე მუშაობის გამოცდილება 
 
პიროვნული უნარები: 
  • ეფექტური კომუნიკაციის უნარი; 
  • ანალიტიკური და ლოგიკური აზროვნება; 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა; 
  • დროის ეფექტურად მართვის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • გუნდურად მუშაობის უნარი; 
 
თუ გსურთ, შემოუერთდეთ ჩვენს გუნდს, ვაკანტური თანამდებობა თქვენთვის საინტერესოა და ამასთანავე, აკმაყოფილებთ მის დასაკავებლად განსაზღვრულ მოთხოვნებს, გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: hr@greenwood.ge 
გთხოვთ, სათაურის ველში მიუთითოთ ვაკანტური თანამდებობის დასახელება.  
 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. 
 
გისურვებთ წარმატებებს!