შპს „ბემონი ინჟინერია და მშენებლობა“ წარმოადგენს სამშენებლო კომპანიას, რომელიც სამშენებლო და საინჟინრო მიმართულებით ფუნქციონირებს, ფოკუსირებულია ენერგო-ინფრასტრუქტურის განვითარებაზე და აქვს ჯანსაღი ამბიცია ამ მიმართულებით დარგის ლიდერი გახდეს საქართველოში.
კომპანია აერთიანებს მაღალი კვალიფიკაციის მქონე კადრებს, რომელთა ძალისხმევით საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ არაერთი წარმატებული პროექტი არის განხორციელებული.
კომპანია „ბემონი“ აცხადებს ვაკანსიას შესყიდვებისა და ლოგისტიკის სპეციალისტის პოზიციაზე.
ფუნქცია- მოვალეობები:
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2025 წლის 22 ივნისისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!

- საერთაშორისო და ადგილობრივი შესყიდვის განხორციელება;
- შესყიდვების ციკლის მართვა და კონტროლი;
- კომპანიის ინტერესების დაცვით მომწოდებლებთან მოლაპარაკების წარმოება და პირობების შეთანხმება;
- მომწოდებლებთან გრძელვადიანი ურთიერთობების შენარჩუნებაზე ზრუნვა;
- შესყიდვის პროცედურისათვის ყველა საჭირო დოკუმენტაციის მომზადება;
- საქმიანობასთან დაკავშირებული დოკუმენტაციის წარმოება და კონტროლი;
- საჭიროების შემთხვევაში, ახალი მომწოდებლების მოძიება მოთხოვნების შესაბამისად;
- ფასთა შედარება და მონიტორინგი;
- პროდუქციის ხარისხის კონტროლი;
- ლოგისტიკური საოპერაციო ციკლის მართვა;
- შესყიდული პროდუქციის ადგილამდე მიწოდების მონიტორინგი;
- იმპორტის საბაჟო პროცედურების განხორციელება;
- საოპერაციო საჭიროებებიდან გამომდინარე უშუალო ხელმძღვანელის დავალებების შესრულება კომპეტენციის ფარგლებში.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები, პიროვნული თვისებები და უნარები:
- უმაღლესი განათლება, სასურველია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულებით;
- საოფისე პროგრამების განსაკუთრებით Excel -ის მაღალ დონეზე ცოდნა;
- ინგლისური და რუსული ენების ცოდნა;
- სამშენებლო სფეროში (სასურველია ენერგეტიკული პროექტების განხრით), შესყიდვების და ლოგისტიკის მიმართულებით მინიმუმ 3 წლიანი სამუშაო გამოცდილება;
- მოლაპარაკების წარმოების უნარი;
- ეფექტური კომუნიკაციის უნარი;
- ანალიტიკური აზროვნების უნარი;
- გუნდურად მუშაობის უნარი;
- დროის ეფექტურად მართვის უნარი.
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ გამოაგზავნოთ რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე hr@bemoni.com არაუგვიანეს 2025 წლის 22 ივნისისა.
გთხოვთ მეილის ველში (Subject) მიუთითოთ პოზიციის დასახელება.
გისურვებთ წარმატებას!