სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტი

ბათუმი სრული განაკვეთი იელთი ჯგუფი
მივლინება: არა
ხარისხის კონტროლი, გარემოს დაცვა, უსაფრთხოება: შრომის უსაფრთხოების სპეციალისტი
,,იელთი ჯგუფი“ და  საერთაშორისო კომპანია IPM, 100–ზე მეტი პრემიუმ  კლასის აპარტამენტის მართვის გამოცდილებით,  აცხადებს ვაკანსიას ,,სახანძრო უსაფრთხოების სპეციალისტის“ პოზიციაზე. 
სამუშაო გრაფიკი:  სრული (კვირაში 40სთ) 
ლოკაცია:  ბათუმი 
 
ჩვენი შემოთავაზებაა: 
  • კომფორტული სამუშაო გარემო; 
  • კარიერული განვითარების და წინსვლის შესაძლებლობა; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევა; 
  • მენეჯმენტის და გუნდის მხრიდან მუდმივი მხარდაჭერა; 
  • წახალისების სისტემა 
 
ძირითადი ფუნქცია-მოვალეობები: 
  • ობიექტზე სახანძრო უსაფრთხოების პოლიტიკისა და პროცედურების შემუშავება და დანერგვა. 
  • სახანძრო რისკების იდენტიფიცირება, ანალიზი და პრევენციული ზომების განსაზღვრა. 
  • სახანძრო უსაფრთხოების სისტემების (სიგნალიზაცია, შესხურების სისტემები, სახანძრო კარებები და სხვ.) შემოწმება და მონიტორინგი. 
  • სახანძრო ინვენტარის (ცეცხლმაქრები, სახანძრო დეტექტორები, მართვის პანელები, საგანგაშო ღილაკები, სახანძრო ტუმბოები,წყლის რეზერვუარები, სიგნალიზაცია და სხვ.) პერიოდული შემოწმება და აღრიცხვა. 
  • შესაბამისი კანონმდებლობის, ნორმებისა და რეგულაციების დაცვაზე კონტროლი. 
  • ავარიული სიტუაციების დროს კოორდინაცია და სწრაფი რეაგირება. 
 
ძირითადი საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება ტექნიკური ან უსაფრთხოების მიმართულებით (სასურველია). 
  • სახანძრო უსაფრთხოების სფეროში მუშაობის მინიმუმ 3  წლიანი გამოცდილება. 
  • საქართველოს მოქმედი სახანძრო უსაფრთხოების კანონმდებლობის ცოდნა. 
  • პროფესიული-სახანძრო უსაფრთხოების სერტიფიკატის ფლობა — სავალდებულო. 
  • პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა და ორგანიზებულობა. 
 
 
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ CV ელექტრონული ფოსტის შემდეგ მისამართზე: vacancy@eltbg.com  გთხოვთ, მიუთითოთ ვაკანტური პოზიციის დასახელება რათა მოხდეს თქვენი რეზიუმეს განხილვა. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან, რომლებიც გაივლიან გასაუბრების ორ ეტაპს. 
თუ თქვენ ხართ დაინტერესებული კარიერული განვითარებითა და გაქვთ პრაქტიკული გამოცდილება მომსახურების სფეროში, თქვენი ადგილი ჩვენს გუნდშია! შემოგვიერთდით! 
წარმატებებს გისურვებთ!