SEO-ს დამწყები სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი აგრო ფორსი
მივლინება: არა ხელფასი: 1000
მარკეტინგი, რეკლამა, PR: ზოგადი მარკეტინგი
შპს „აგრო ფორსი“  სასოფლო-სამეურნეო კომპანიაა, რომელიც სთავაზობს მომხმარებელს მაღალი ხარისხის პროდუქტსა და სერვისებს.

ჩვენი მიზანია ბაზარზე დავნერგოთ წამყვანი ბრენდების სასოფლო-სამეურნეო პროდუქცია: სასუქები, სტიმულატორები, პესტიციდები, სამუშაო იარაღი, სასოფლო-სამეურნეო ტექნიკა და აგრეგატები.

ამჟამად, ჩვენი ჯგუფი ეძებს SEO-ს დამწყებ სპეციალისტს.

რას გთავაზობთ?
  • სამუშაო ადგილი: ქ. თბილისი, ქვემო ფონიჭალა, მარნეულის ქუჩა N44;
  • სამუშაო განრიგი: ორშაბათი-პარასკევი (08:30-17:30);
  • ანაზღაურება: 1000 ლარიდან (კვალიფიკაციის მიხედვით);
  • კომპანიის წამოწყებულ პროექტებში მონაწილეობის მიღებას;
  • პროფესიული გამოცდილებისა და კარიერული წინსვლის შესაძლებლობას;
  • კვალიფიციურ გუნდთან მუშაობას;
  • ჯანმრთელობის დაზღვევასა და Fitpass.

ფუნქცია-მოვალეობები:
  • მოძებნოს და შეარჩიოს შესაბამისი საკვანძო სიტყვები, რომლებიც დაეხმარება ვებსაიტს საძიებო სისტემებში უკეთ პოზიციონირებაში;
  • ვებსაიტზე არსებული კონტენტის ოპტიმიზაცია (მაგ. მეტა ტეგები, სათაურები, URL-ები, შიდა ბმულები);
  • მცირე ტექნიკური საკითხების აღმოჩენა და გადაჭრის პროცესში მონაწილეობის მიღება (მაგ. broken links, site speed);
  • გარე ბმულების მოპოვების ანალიზში მონაწილეობა;
  • Wordpress - ზე აწყობილ საიტზე, ცვლილებების შეტანა, პერიოდული განახლება;
  • პოზიციასთან დაკავშირებული სხვა მოვალეობების შესრულება.

მოთხოვნები:
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესად;
  • SEO-ს საბაზისო ცოდნა (შესაბამისი კურსის გავლით, სასურველია სერტიფიკატი);
  • ძირითადი SEO და SEM პროგრამების საწყის დონეზე გამოყენის უნარი;
  • ON PAGE და OFF PAGE ოპტიმიზაცია;
  • დაინტერესება ციფრული მარკეტინგის მიმართულებით;

განაცხადების მიღების ბოლო ვადაა 31 მაისი. დაინტერესებულ პირებს, გთხოვთ, გამოაგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: hr@borun.ge, სათაურის (Subject) ველში მიუთითეთ პოზიციის სახელწოდება, წინააღმდეგ შემთხვევაში CV არ განიხილება.

აღნიშნულ ვაკანსიაზე რეზიუმეს გამოგზავნით, ადასტურებთ, რომ თანახმა ხართ თქვენი პერსონალური მონაცემები კომპანიამ დაამუშავოს (შეაგროვოს, შეინახოს, დაამუშავოს, დააჯგუფოს, წაშალოს, გაანადგუროს) მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. კომპანიის მხრიდან თქვენი მონაცემების დამუშავების მიზანია დასაქმებისთვის საჭირო პროცედურების წარმართვა და კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებული ან/და სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. თუ ამჟამად გამოცხადებული ვაკანსიის მოთხოვნებს ვერ აკმაყოფილებთ, კომპანია თქვენს რეზიუმეს განიხილავს სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან. შესაბამისად, თქვენი მონაცემები დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით შეინახება არაუმეტეს 6 თვის ვადით.

„პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, თქვენი უფლებაა, მიიღოთ ინფორმაცია კომპანიის მხრიდან თქვენს შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, ასევე მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, შევსება, მონაცემთა დამუშავების შეწყვეტა, დაბლოკვა, წაშლა ან/და განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართოთ შემდეგ ელ ფოსტაზე: hr@borun.ge
გისურვებთ წარმატებას!