"NOBO" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო NOBO ფუნქციონირებას იწყებს 15 ივნისიდან და გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის.
სასტუმრო ეძებს გუნდის წევრებს ადმინისტრატორის პოზიციაზე:
რას გპირდებით?
საჭირო უნარები/მოთხოვნები:
ძირითადი მოვალეობები:
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ “სასტუმრო NOBO“_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!
სასტუმრო ეძებს გუნდის წევრებს ადმინისტრატორის პოზიციაზე:
რას გპირდებით?
- ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
- მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
- კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
- შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
- 24 საათიანი ცვლა, ყოველ მეოთხე დღეს;
- საწყისი ანაზღაურება 1000 ლარი.
საჭირო უნარები/მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
- საოფისე პროგრამების სრულყოფილად ფლობა;
- სასტუმროს მართვის საერთაშორისო პროგრამების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
- შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც სტუმართან, ასევე თანამშრომლებთან;
- ჯგუფური და ინდივიდუალური ჯავშნების მიღება, ონლაინ პლატფორმების მართვა;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- დაკავებულობის მაჩვენებლის, დღის ნომრის ფასების, ოთახების სტატუსების, შემოსული და შემომსვლელი სტუმრების მოთხოვნების სტატუსების მუდმივი კონტროლი;
- ინფორმაციის მიღება-მიწოდება (მათ შორის შემოსული ზარების, წერილების მიღება|პასუხი, ინფორმაციის ჯავშნებში შეტანა) სასტუმროს სხვადასხვა დეპარტამენტიდან და სწორი გადამისამართება პასუხისმგებელ პირებთან.
- დეტალური ინფორმაციის ფლობა - მომსახურებების და მათი ტარიფების შესახებ;
- სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება, სასტუმროს შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის და სასტუმროს წესების (აუცილებლად ჩვენს მიერ შემუშავებულის) მიწოდება სტუმრისთვის გასაგებად და მათი განთავსება სასტუმროში, ანგარიშსწორება სტუმრებთან, საჭიროების შემთხვევაში ინვოისების მომზადება და მიწოდება, ყოველდღიური ანგარიშის წარმოება;
- სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში დროული და სწორი რეაგირება;
- დოკუმენტაციასთან მუშაობა;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
- კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ “სასტუმრო NOBO“_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.
გისურვებთ წარმატებებს!