საუზმის ჭურჭლის მრეცხავი/დიასახლისი

თბილისი სრული განაკვეთი სასტუმრო NOBO
მივლინება: არა ხელფასი: 800
სასტუმრო/რესტორანი/კვება: დიასახლისი (ჰაუსკიპინგი), ჭურჭლის მრეცხავი
"NOBO" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო NOBO ფუნქციონირებას იწყებს 15 ივნისიდან და გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის. 
 
სასტუმრო ეძებს გუნდის წევრებს საუზმის ჭურჭლის მრეცხავის/დიასახლისის პოზიციაზე. 
 
რას გპირდებით? 
  • ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ; 
  • მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები; 
  • კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა; 
  • შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები; 
  • 5 საათიანი ცვლა, 07:30 დან 12:30 მდე;  
  • ანაზღაურება 800 ლარი. 
 
საჭირო უნარები/მოთხოვნები: 
  • ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი; 
  • ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა; 
  • პასუხისმგებლობის გრძნობა; 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა; 
  • ორგანიზებულობა და თავაზიანობა; 
  • შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.  
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • ინვენტარის სისუფთავის უზრუნველყოფა;  
  • აღჭურვილობის კარგ მდგომარეობაში შენახვა;  
  • საჭირო ხსნარებისა და ინვენტარის სწორი გამოყენება;  
  • სამზარეულოსა და სასაუზმე სივრცის იატაკების, კედლების და სამუშაო სივრცეების შრომისა და უსაფრთხოების სტანდარტების შესაბამისად დასუფთავება;  
  • ყოველდღიური გეგმის მიხედვით გაწერილი სამუშაოების შესრულება; 
  • უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება; 
  • კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა. 
 
 
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ “სასტუმრო NOBO“_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე  vacancy@hotelnobo.ge  სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე.  
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.  
 
გისურვებთ წარმატებებს!