ადმინისტრატორი

ბათუმი სრული განაკვეთი MiraMar Luxury Residence
მივლინება: არა
ენები: ინგლისური
სასტუმრო/რესტორანი/კვება: ადმინისტრატორი (HoReCa)
ბათუმში მდებარე სასტუმრო „MiraMar-Luxury Residences”, აცხადებს ვაკანსიას  ადმინისტრატორის პოზიციაზე.
სასტუმრო მდებარეობს ჰილტონ ბათუმის გვერდით ბელევიუ რეზიდენსის შენობაში, მოიცავს 54 ნომერს, 
რომელიც სტუმრებს მომსახურეობას სთავაზობს 2022 წლის 1 იანვრიდან.

ძირითადი მოვალეობები:
  • ყოველ დილით და საღამოს სტუმრების სიის და მათი მოთხოვნების შემოწმება;
  • ყოველი ცვლის დასაწყისში პროგრამაში დატოვებული ინფორმაციის შემოწმება;
  • სტუმართან თავაზიანი შეხვედრა; რეგისტრაციის პროცედურის განხორციელება ყველა წესის დაცვით;
  • სტუმრებზე არსებული ინფორმაციის კონფიდენციალურობის უზრუნველყოფა;
  • სტუმართან ანგარიშსწორების წარმოება;
  • სტუმრისგან საჩივრის მიღების შემთხვევაში  უმოკლეს ვადაში პრობლემის მოგვარება;
  • სტუმრებისთვის ინფორმაციის მიწოდება, ქალაქის ღირსშესანიშნაობების შესახებ;
  • სტუმრის დახვედრისა და გაცილების უზრუნველყოფა,

საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
  • სასტუმროში ადმინისტრატორად მუშაობის გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად;
  • გამართული მეტყველება ქართულ და ინგლისურ ენაზე, სხვა ენების ცოდნა ჩაითვლება უპირატესობად;
  • საოფისე და კომპიუტერული მართვის პროგრამების ცოდნა.
  • კარგი კომუნიკაციის უნარი;
  • პასუხისმგებლობის გრძნობა;
  • გუნდური მუშაობის უნარი;
  • დეტალებზე ორიენტირებულობა.

დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე ელექტრონულ მისამართზე: info@miramar.ge ან დაგვიკავშირდით ნომერზე:+995 551 446 600