"NOBO" - ახალი ბუტიკ სასტუმრო, რომელიც თბილისში, ისტორიულ ქუჩაზე, კოტე აფხაზის 27-ში მდებარეობს. 30 კომფორტული ნომერი, მაღალი სტანდარტები და დაუვიწყარი სერვისი - ეს არის ისტორიულ ძეგლში მდებარე ადგილი, სადაც ძველი თბილისი თანამედროვე კომფორტს ერწყმის. სასტუმრო NOBO ფუნქციონირებას იწყებს 15 ივნისიდან და გპირდებათ განუმეორებელ გამოცდილებას, როგორც სტუმრებისთვის, ასევე თანაგუნდელებისთვის.
სასტუმრო NOBO ეძებს გუნდის წევრებს ბელბოის პოზიციაზე:
რას გპირდებით?
- ჯანსაღი, მეგობრული, კომფორტული სამუშაო გარემო, პირადი და პროფესიული ბალანსი, სადაც მოქნილი სამუშაო გრაფიკი, დასვენების დღეები და უპირატესობები გელოდებათ;
- მაღალტექნოლოგიური ინსტრუმენტები და პროგრამული უზრუნველყოფა;
- კვალიფიკაციის გაუმჯობესება, ტრენინგები, სხვადასხვა პროფესიული განვითარების შესაძლებლობები;
- კვებით და უნიფორმით უზრუნველყოფა;
- შესაბამისი ანაზღაურება და მიზნობრივი ბონუსები;
- 24 საათიანი ცვლა, ყოველ მეოთხე დღეს;
- საწყისი ანაზღაურება 850 ლარი.
საჭირო უნარები/მოთხოვნები:
- ინგლისური ენის სრულყოფილად ფლობა (დამატებითი ენის ფლობა ჩაითვლება უპირატესობად);
- ქართულ ენაზე სრულყოფილი წერილობითი და ზეპირი კომუნიკაციის უნარი;
- ემოციური სტაბილურობა და თავშეკავებულობა;
- პასუხისმგებლობის გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი;
- დეტალებზე ორიენტირებულობა;
- ორგანიზებულობა და თავაზიანობა;
- შერჩევის პროცესში პრიორიტეტი მიენიჭებათ ანალოგიურ პოზიციაზე გამოცდილების მქონე კანდიდატებს.
ძირითადი მოვალეობები:
- სტუმრების დახვედრა,მათი ბარგის სასტუმროში შეტანა და სასტუმროს ოთახამდე მიცილება;
- მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა - მათ გაუმჯობესებაზე მუდმივი ზრუნვა;
- ეფექტური და პოზიტიური ურთიერთობების უზრუნველყოფა, როგორც სტუმართან, ასევე თანამშრომლებთან;
- დეტალური ინფორმაციის ფლობა - მომსახურებების და მათი ტარიფების შესახებ;
- სტუმრების მიღება-განთავსებისა და გაცილების შესაბამისი პროცედურების ზუსტად განხორციელება, სასტუმროს შესახებ ყველა საჭირო ინფორმაციის და სასტუმროს წესების (აუცილებლად ჩვენს მიერ შემუშავებულის) მიწოდება სტუმრისთვის გასაგებად;
- სტუმრის სურვილის შემთხვევაში საღამოს საათებში მათი სასტუმროს ინვენტარით მომარაგება;
- სტუმრის უკმაყოფილების შემთხვევაში დროული და სწორი რეაგირება;
- უშუალო ხელმძღვანელის სხვადასხვა დავალების შესრულება;
- კომპანიაში არსებული სერვისის, შრომის უსაფრთხოებისა და ჰიგიენის სტანდარტების დაცვა.
თუ თვლით, რომ თქვენი გამოცდილება და უნარ-ჩვევები შეესაბამება ვაკანსიის მოთხოვნებს და ამავდროულად გსურთ შემოუერთდეთ “სასტუმრო NOBO“_ს პროფესიონალთა გუნდს, გთხოვთ გადმოგვიგზავნოთ რეზიუმე ელ. ფოსტის მისამართზე vacancy@hotelnobo.ge სათაურის ველში (subject) მიუთითეთ ვაკანსიის დასახელება, ან დაგვეკონტაქტეთ ნომერზე +995 505-05-22-55 გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ რეზიუმეს გადმოგზავნით, თქვენ აცხადებთ თანხმობას კომპანიის მიერ თქვენი პირადი და პერსონალური მონაცემების დამუშავებაზე. დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. გისურვებთ წარმატებებს!