კონსულტანტი

ბათუმი სრული განაკვეთი BlueTabla
მივლინება: არა ხელფასი: 900 - 1000
გაყიდვები: გაყიდვების კონსულტანტი
“ბლუტაბლა” არის ქართულ თემაზე შექმნილი სახლის ნივთებისა და აქსესურების მწარმოებელი კომპანია, ჩვენ ვქმნით ქართული მრავალსაუკუნოვანი კულტურით, ისტორიითა და ესთეტიკით შთაგონებულ დიზაინებს.  
ბლუტაბლა აცხადებს ვაკანსიას გაყიდვების კონსულტანტის პოზიციაზე ბათუმში. 

ჩვენ გთავაზობთ: 
  • სტაბილურ და სასიამოვნო სამუშაო გარემოს; 
  • კონკურენტულ ანაზღაურებას; 
  • ჯანმრთელობის დაზღვევას; 
  • ფიტპასის მომსახურებას; 
  • კორპორატიულ ფასდაკლებას ბლუტაბლას პროდუქციაზე; 
  • კარიერული ზრდის შესაძლებლობას; 

სამუშაო პირობები: 
  • ანაზღაურება: 900-1000 ლარი 
  • სამუშაო გრაფიკი: კვირაში 6 დღე ( 5 დღე 10:00-16:00 ან 16:00-22:00, 1 დღე 10:00-22:00) 
  • სამუშაო ადგილი: ბათუმი (ბლექ სი მოლი) 

მოთხოვნები: 
  • მომსახურების სფეროში მუშაობის გამოცდილება. 
  • კარგი კომუნიკაციის უნარი. 
  • დეტალებზე ორიენტირებულობა. 
  • ინდივიდუალური და გუნდური მუშაობის უნარი. 
  • ქართული ენის სრულყოფილად ცოდნა, უცხო ენების საკომუნიკაციო დონეზე ცოდნა. 

მოვალეობები: 
  • მომხმარებლებისთვის მაღალი ხარისხის მომსახურების შეთავაზება. 
  • პროდუქციის ცნობადობის ამაღლება და რეალიზაციის სტიმულირება. 
  • ვიზუალური სტანდარტების შენარჩუნება და მარაგების კონტროლი. 
  • სალარო ოპერაციების წარმოება. 
  • პროდუქციის მიღება და განლაგება.  
 
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ გამოგვიგზავნეთ  CV  მეილზე career@bluetabla.ge  გამოგზავნისას გთხოვთ სათაურში მიუთითოთ "კონსულტანტი-ბათუმი"  
გისურვებთ წარმატებას!