სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტი

თბილისი სრული განაკვეთი დეტექტი
მივლინება: არა ხელფასი: 3000
ხელოსანი/შეკეთება/მონტაჟი: მოწყობილობების მონტაჟი/მხარდაჭერა/შეკეთება
დეტექტი აცხადებს ვაკანსიას სამონტაჟო სამუშაოების სპეციალისტის პოზიციაზე
გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი 10:00-18:00
ანაზღაურება: 3000 ლარი

მოთხოვნები და უნარ-ჩვევები:
  • სასურველია გამოცდილება სატუმბი სადგურების მონტაჟის სამუშაოებში;
  • აუცილებელია მეტალის მილებზე მუშაობის გამოცდილება, მათ შორის მილების დაღარვა და დამუშავება;
  • მეტალის მილების ელექტროდანადგარებზე მუშაობის გამოცდილება;
  • ტექნიკური აზროვნება და დამოუკიდებლად მუშაობის უნარი;
  • გუნდური მუშაობის უნარი.

ჩვენ გთავაზობთ:
  • სტაბილურ და მზარდ სამუშაო გარემოს, რომელიც აძლევს თითოეულ თანამშრომელს შესაძლებლობას განავითაროს თავისი პროფესიული უნარები;
  • კონკურენტუნარიანი ანაზღაურება და სამუშაო პირობები.

დაინტერესებული კანდიდატებისგან მოვითხოვთ: გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე (CV) შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: info@detect.ge
გთხოვთ მიუთითოთ ვაკანსიის დასახელება.

კანდიდატის შერჩევა განხორციელდება შემდეგი ეტაპების მიხედვით:
  • რეზიუმეების განხილვა;
  • გასაუბრება.