დამწყები მზარეული

თბილისი სრული განაკვეთი ibis Tbilisi City
მივლინება: არა
სასტუმრო/რესტორანი/კვება: მზარეული
ჩვენ ვართ „არქის“ ჰოლდინგში შემავალი კომპანია „HPM“, რომელიც აერთიანებს ბრენდულ და არაბრენდულ სასტუმროებს, საქართველოს სხვადასხვა რეგიონში.  
  
ამჟამად, 156 ნომრიანი Accor Group-ის სასტუმრო ibis Tbilisi City აცხადებს ვაკანსიას შემდეგ პოზიციებზე:დამწყები მზარეულის პოზიციაზე. 

ძირითადი მოვალეობები: 
  • სასტუმროს მენიუს შემადგენლობების და მომზადების წესების სრულყოფილად ცოდნა/დაცვა; 
  • სამზარეულოში არსებული დანადგარების, ინვენტარის გამართული მუშაობის კონტროლი; 
  • სამზარეულოს სხვა თანამშრომლებთან ერთად, უზრუნველყოს სამზარეულოს შეუფერხებელი მუშაობა, მონაწილეობა მიიღოს მათ სწავლება და გადამზადებაში;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შედეგებზე ორიენტირებულობის უნარი; 
  • პასუხისმგებლობიანი, შრომისმოყვარე და ენერგიული;

კაფეტერიის მზარეული
ძირითადი მოვალეობები: 
  • სასტუმროს თანამშრომლებისთვის, წინასწარ დადგენილი მენიუს მიხედვით, კერძების მომზადება;
  • თითოეული კერძის ხარისხის, რაოდენობის, პრეზენტაბელურობისა და სწორი ტემპერატურის შემოწმება;
  • ჰიგიენური და სანიტარული ნორმების დაცვა;

საკვალიფიკაციო მოთხოვნები: 
  • გუნდური მუშაობის უნარი; 
  • შრომისმოყვარეობა და ენერგიულობა;

დაინტერესების შემთხვევაში, გთხოვთ გამოაგზავნოთ თქვენი რეზიუმე/CV შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: hr.ibis@hpm.ge . სათაურის ველში მიუთითეთ თქვენთვის სასურველი პოზიციის დასახელება
დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან.

გაცნობებთ, რომ „ibis Tbilisi City “ ახორციელებს კანდიდატის პერსონალური მონაცემების დამუშავებას ვაკანსიაზე კანდიდატის შესაბამისობის დადგენის მიზნით „პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნების შესაბამისად. ინფორმაცია კანდიდატის შესახებ ინახება არაუმეტეს 1 წლის ვადით. იმ შემთხვევაში თუ არ გსურთ მონაცემთა შემდგომი დამუშავება ან გსურთ მათი ცვლილება/წაშლა, გთხოვთ მოგვმართოთ ზემოთხსენებულ ელფოსტაზე.
წარმატებებს გისურვებთ!