პრემიუმ უძრავი ქონების გაყიდვის კომპანია Sakura Properties, რომელსაც წამყვანი ბიზნეს კლიენტები ჰყავს, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კომერციული უძრავი ქონების აგენტს.
რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:
რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:
- მინ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
- კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით და ხვდებით ბიზნესის მფლობელებს და უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
- ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის მუშაობის პრინციპი რათა კლიენტს მისთვის იდეალური ფართი შესთავაზოთ
- გამდიდრების რეალური სურვილი - უძრავი ქონების ბიზნესი ძალიან დიდი რესურსია ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
- ბიზნესებთან ურთიერთობის გამოცდილება - B2B მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ბიზნესის ფუნქციონირებით და სურს დაეხმაროს ბიზნესებს საუკეთესო ლოკაციების პოვნაში
- საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
- უცხო ენების ცოდნა - სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნაც (თუმცა რუსული არ არის აუცილებელი)
რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:
- არ ვმუშაობთ myhome-ის განცხადებების რეკვა-ატვირთვის პრინციპით (ყველაზე მთავარი, ვმუშაობთ ამერიკული მოდელით)
- ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და Luxury უძრავი ქონების მიმართულებით
- სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
- თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
- კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
- მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
- ანაზღაურება (გამომუშავებით): 2000-დან 15000 ლარამდე თვეში (40%-50%-60% თითოეული შეთანხმებიდან)
- ტრანსპორტი: ულიმიტო აბონიმენტი
- დაზღვევა
სამუშაო გრაფიკი:
- ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00, ან 11:00- 19:00 (თქვენ ირჩევთ)
- ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ.
შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე: https://www.instagram.com/sakura.properties/
გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/nUFa5AtCY7REKeM4A
ელ. ფოსტა: a.nemsadze@sakura.ge