კომერციული უძრავი ქონების აგენტი

თბილისი სრული განაკვეთი Sakura Properties
მივლინება: არა ხელფასი: 2000 - 15000
ენები: ინგლისური, რუსული
სამშენებლო, უძრავი ქონება: უძრავი ქონების აგენტი
პრემიუმ უძრავი ქონების გაყიდვის კომპანია Sakura Properties, რომელსაც წამყვანი ბიზნეს კლიენტები ჰყავს, თავის გუნდში ეძებს ენერგიულ და მოტივირებულ კომერციული უძრავი ქონების აგენტს.

რა არის მნიშვნელოვანი ამ პოზიციის ადამიანისთვის:
  • მინ 1 წლიანი გამოცდილება გაყიდვებში
  • კომუნიკაბელურობა - ახალი ადამიანების გაცნობა მათთვის სიამოვნება უნდა იყოს (ძირითადად ესაუბრებით და ხვდებით ბიზნესის მფლობელებს და უძრავი ქონების მესაკუთრეებს)
  • ცნობისმოყვარეობა - უნდა გაინტერესებდეთ სხვადასხვა მიმართულების ბიზნესის მუშაობის პრინციპი რათა კლიენტს მისთვის იდეალური ფართი შესთავაზოთ
  • გამდიდრების რეალური სურვილი - უძრავი ქონების ბიზნესი ძალიან დიდი რესურსია ფინანსური კეთილდღეობის გასაუმჯობესებლად
  • ბიზნესებთან ურთიერთობის გამოცდილება - B2B მიმართულებით მუშაობის გამოცდილება. ვეძებთ ადამიანს, რომელიც დაინტერესებულია სხვადასხვა ბიზნესის ფუნქციონირებით და სურს დაეხმაროს ბიზნესებს საუკეთესო ლოკაციების პოვნაში
  • საოფისე პროგრამების ცოდნა - Google Docs, Google Sheets, Google Drive, Gmail
  • უცხო ენების ცოდნა - სასაუბრო დონეზე ინგლისური და რუსული ენების ცოდნაც (თუმცა რუსული არ არის აუცილებელი)

რას მიიღებთ ჩვენი მხრიდან:
  • არ ვმუშაობთ myhome-ის განცხადებების რეკვა-ატვირთვის პრინციპით (ყველაზე მთავარი, ვმუშაობთ ამერიკული მოდელით)
  • ინტენსიური ტრენინგები გაყიდვებისა და Luxury უძრავი ქონების მიმართულებით
  • სამოტივაციო აქტივობები და წამახალისებელი ბონუსები
  • თანამედროვე ტექნოლოგიებზე წვდომა (რაც სამწუხაროდ, იშვიათია ამ სფეროში)
  • კლიენტების და უძრავი ქონების ერთეულების დიდ მზა ბაზაზე წვდომა
  • მეგობრული და მხარდამჭერი გუნდი
  • ანაზღაურება (გამომუშავებით): 2000-დან 15000 ლარამდე თვეში (40%-50%-60% თითოეული შეთანხმებიდან)
  • ტრანსპორტი: ულიმიტო აბონიმენტი
  • დაზღვევა

სამუშაო გრაფიკი:
  • ორშაბათი-პარასკევი 10:00-18.00, ან 11:00- 19:00 (თქვენ ირჩევთ)
  • ჩვენი ოფისი მდებარეობს საბურთალოზე მეტრო სამედიცინო უნივერსიტეტის მიმდებარედ.

შეგიძლიათ გაეცნოთ კომპანიის ინსტაგრამს ლინკზე:  https://www.instagram.com/sakura.properties/

გამოგვიგზავნეთ თქვენი რეზიუმე აქ ბმულის მეშვეობით: https://forms.gle/nUFa5AtCY7REKeM4A
ელ. ფოსტა: a.nemsadze@sakura.ge