მოლარე კონსულტანტი

თბილისი მოქნილი გრაფიკი Tutto Capsule
მივლინება: არა ხელფასი: 1000 +ბონუსი
განათლება: საშუალო განათლება ენები: ქართული, ინგლისური
გაყიდვები: ალკოჰოლი, გაყიდვები(ზოგადი), გაყიდვების კონსულტანტი, საცალო ვაჭრობა, საცალო კლიენტთა მომსახურება, მოლარე
იტალიური ყავის და ყავის აპარატების იმპორტიორი კომპანია Tutto Capsule აცხადებს ვაკანსიას მოლარე კონსულტანტის პოზიცია, თბილისში საბურთალოს და ვაკის ფილიალში.

კომპანიას ჩამოაქვს იტალიური წამყვანი ბრენდების ყავა, ტკბილეული და სხვადასხვა სახის ყავის აპარატები საქართველოში, ფლობს რამოდენიმე ყავის მაღაზიას https://tuttocapsule.ge/ka

ძირითადი მოვალეობები:
  • ობიექტის გახსნა და დახურვა;
  • მომხმარებლის კონსულტაცია პროდუქციის არჩევისას;
  • კონსულტაციის პროცესში მომხმარებლისთვის ყავის შეთავაზება;
  • მარკეტინგული აქციების აქტიური შეთავაზება მომხმარებლისთვის;
  • Take Away და ონლაინ შეკვეთების მომზადება, და მისი აღრიცხვა;
  • ობიექტის ვიზუალური მხარის მოწესრიგება დადგენილი სტანდარტების შესაბამისად;
  • ობიექტზე წესრიგის და სისუფთავის დაცვა;
  • პროდუქციაზე ვადების კონტროლი და ფასების მონიტორინგი;
  • საწყობიდან პროდუქციის მიღება, მარაგების აღწერა და დოკუმენტების გადამოწმების შემდეგ მათი დადასტურება;
  • გაყიდული პროდუქციის პროგრამული ასახვა, დღის დახურვა და შედეგების შესაბამის პირებთან რეპორტი;

ძირითადი მოთხოვნები:
  • საშუალო განათლება;
  • სასურველია 6 თვიანი სამუშაო გამოცდილება მოლარე კონსულტანტის პოზიციაზე ყავის მიმართულებით;
  • ინგლისური ენის სამომხმარებლო დონეზე ცოდნა.

დამატებითი ინფორმაცია:
  • 12 საათიანი ცვლა, 1 დღე მუშაობა, 1 დღე დასვენება 10:00-22:00 საათამდე
  • ლოკაცია: ვაკის და საბურთალოს ფილიალი
  • ანაზღაურება: ხელზე ასაღები 1000 ლარი + ბონუსი ნავაჭრი თანხის 0.5 % , ასევე საგამოცდო პერიოდის წარმატებით გავლის შემდგომ დანამატი 200 ლარი,

დაინტერესებულ კანდიდატებს გთხოვთ, გამოგვიგზავნოთ რეზიუმე (CV) მითითებულ მეილზე: recruitment2@hh.ge