თბილისი დრაი პორტი არის სასაწყობე/ლოგისტიკური ცენტრი, რომელიც ფუნქციონირებს 2025 წლის აპრილიდან. კომპანიის საქმიანობა მოიცავს ფოთისა და ბათუმის საზღვაო პორტებში შემოსული ტვირთის რკინიგზით და ავტოტრანსპორტით შემოტანას თბილისის ტერმინალში, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა სატრანსპორტო ოპერაციის ერთ ადგილზე განხორციელება, მათ შორის: ტვირთების სარკინიგზო და საავტომობილო ტრანსპორტით მიღება, ჩამოტვირთვა, დროებითი განთავსება-დასაწყობება, ამავე ტვირთების დატვირთვა და რეალიზაცია. პორტი მის მომხმარებლებს სთავაზობს სერვისების ერთობლიობას: A და B კლასის საწყობს, ღია ზონაში სასაწყობო სამანქანე ტერმინალს, საკონტეინერო ტერმინალს სხვადახვა ოპერაციებისთვის და საბაჟო ზონას ყველა საჭირო საბაჟო ფორმალობისთვის
თბილისი დრაი პორტის გახსნასთან დაკავშირებით, კომპანია აცხადებს ვაკანტურ პოზიციებს ადმინისტრაციული ასისტენტის პოზიციაზე.
პოზიციის შესახებ: ადმინისტრაციული ასისტენტის ძირითადი მოვალეობაა ადმინისტრაციული დახმარების გაწევა ყველა სტრუქტურული ერთეულისთვის.
დეპარტამენტის შესახებ:
ადმინისტრაციული ასისტენტი ექვემდებარება დირექტორს და თანამშრომლობს კომპანიის ყველა სტრუქტურულ ერთეულთან.
გამოცდილება და უნარები:
- მსგავს პოზიციაზე 2 წლიანი სამუშაო გამოცდილება
- უმაღლესი განათლება;
- ქართული და ინგლისური ენის ცოდნა უმაღლეს დონეზე.
- გამართული მეტყველებისა და კომუნიკაციის უნარი;
- საოფისე პროგრამების ძალიან კარგად ცოდნა;
- პასუხისმგებლობის მაღალი გრძნობა;
- გუნდური მუშაობის უნარი
ფუნქცია-მოვალეობები:
- ოფისში შემოსულ სატელეფონო ზარებზე პასუხის გაცემა და შესაბამის განყოფილებასთან გადამისამართება
- კომპანიის შემოსული/გასული კორესპონდენციის მართვა; საფოსტო გზავნილების მიღება-გადამისამართება
- ოფისში ვიზიტორთა დახვედრა/გადამისამართება და სხვა
- თანამშრომლების მივლინებების დაორგანიზება, დეტალური ინფორმაციის/დოკუმენტაციის მიწოდება ყველა საჭირო პირისთვის
- საჭიროებისამებრ ქართული, ინგლისურ და რუსულ ენებზე, ადმინისტრაციული დოკუმენტაციის მომზადება/აღრიცხვა
- შეხვედრის ოქმების (Minutes of Meeting) წარმოება, როგორც ქართულ, ასევე უცხო ენაზე;
- საოფისე მარაგების მართვა და საჭიროების შემთხვევაში შესაბამისი შესყიდვების განხორციელება;
- სამუშაოსთან დაკავშირებული სხვა ფუნქცია-მოვალეობების შესრულება, ხელმძღვანელის დავალების შესაბამისად;
დაინტერესებულ პირებს გთხოვთ, თქვენი CV გამოგზავნოთ ელ. ფოსტაზე HR@tbilisidryport.com
გთხოვთ, ელ. ფოსტის "subject"-ში მიუთითოთ პოზიციის სახელწოდება. გასაუბრებისათვის მოწვეულნი იქნებიან მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც აკმაყოფილებენ ვაკანსიის მოთხოვნებს.
თქვენს მიერ გამოგზავნილი CV შესაძლოა შეიცავდეს პერსონალურ მონაცემებს და ჩვენთვის ინფორმაციის გაზიარებით ჩავთვლით, რომ ეთანხმებით ჩვენთვის პერსონალური მონაცემების გაზიარებას. გაცნობებთ, რომ თუ თქვენი გამოცდილება და უნარები არ იქნება თანხვედრაში ვაკანტური პოზიციის მოთხოვნებთან, თქვენი CV არ შეინახება ბაზაში და ასევე არ გადაეცემა მესამე მხარეს.
სამუშაო ადგილი: თბილისი, საქართველო
განაცხადის მიღების ბოლო ვადა: 2025 წლის 15 ივნისი
წარმატებას გისურვებთ!