შპს "პალატი", პირველი ქართული ფანერის მწარმოებელი კომპანიაა საქართველოში, რომელიც ქართულ ბაზარზე შემოვიდა 2022 წელს.
კომპანია აწარმოებს მაღალი ხარისხის, საექსპორტო ფანერებს და სწარმოო პროცესის ზრდის პარარელურად, იკრებს გუნდის ახალ წევრებს.
სწორედ ამ ზრდასთან დაკავშირებით, პალატის გუნდში ვეძებთ საწყობის მენეჯერის ასისტენტს.
პოზიცია: საწყობის მენეჯერის ასისტენტს
სამუშაო გრაფიკი: ორშაბათი-პარასკევი (09:00-18:00)
მდებარეობა: ქ. რუსთავი, მაზნიაშვილის N4
ანაზღაურება: შეთანხმებით
ძირითადი მოვალეობები:
- პროდუქციის/საქონლის მიღება: მითვლა, ზედნადების შედარება, ხარვეზის აღმოჩენის შემთხვევაში შესაბამისი რეაგირება;
- მიღებული პროდუქციის/საქონლის განთავსება, დახარისხება, საბუღალტრო კოდების მინიჭება;
- პროდუქციის/საქონლის/სათადარიგო ნაწილების გაცემა;
- ჩამოსაწერი პროდუქციისა და ძირითადი საშუალებების აქტების შედგენა;
- ზედნადების გამოწერა;
- მიღებული და გაცემული პროდუქციის პროგრამული ასახვა;
- სასაწყობე ფართის ოპტიმალური გამოყენება;
- არსებული მარაგების ლიმიტის პროგრამული კონტროლი;
- საწყობის სასაქონლო მარაგების აღწერის/ინვენტარიზაციის პროცესის ორგანიზება/მართვა.
საკვალიფიკაციო მოთხოვნები:
- მინიმუმ 1 წლიანი სამუშაო გამოცდილება სასაწყობე მეურნეობაში მსგავს პოზიციაზე;
- საოფისე პროგრამების მაღალ დონეზე ცოდნა;
- სასურველია 1C პროგრამის ცოდნა;
- უცხო ენების (ინგლისური/რუსული) სალაპარაკო დონეზე ცოდნა.
ჩვენ გთავაზობთ:
- კვებას;
- ჯანმრთელობის დაზღვევას.
დაინტერესებულმა პირებმა გამოგვიგზავნეთ CV ელექტრონულ მისამართზე: HR@palatillc.com
გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ თქვენ მიერ ვაკანსიის ფარგლებში ჩვენთვის რეზიუმეს ან/და პერსონალური მონაცემების შემცველი სხვა დოკუმენტის წარდგენით აცხადებთ თანხმობას შერჩევის პროცესში კომპანიის მიერ თქვენი პერსონალური მონაცემების ფლობასა და დამუშავებაზე არაუმეტეს 3 წლის ვადით "პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ" საქართველოს კანონის შესაბამისად. პერსონალური მონაცემები გამოყენებული იქნება მხოლოდ შერჩევის პროცესის წარმოების მიზნით.