ლოიალურობის პროგრამის მართვის მენეჯერი

თბილისი სრული განაკვეთი პროკრედიტ ბანკი
მივლინება: არა
განათლება: ბაკალავრი ენები: ინგლისური
ბუღალტერია/ფინანსები: ფინანსები(ზოგადი)
გიყვარს გამოწვევები და სწრაფი განვითარება? შემოგვიერთდი პროკრედიტ ბანკის საცალო ბანკინგის განვითარების გუნდში! 
პროკრედიტ ბანკი საქართველოში 1999 წლიდან ოპერირებს და არის გერმანიაში დაფუძნებული პროკრედიტ ჯგუფის ნაწილი, რომელიც წარმატებით ფუნქციონირებს სამხრეთ-აღმოსავლეთ და აღმოსავლეთ ევროპის, ლათინური ამერიკისა და გერმანიის ბაზრებზე. 
ჩვენ გთავაზობთ სტაბილურ სამუშაო გარემოს, საერთაშორისო სტანდარტებსა და პროფესიულ ზრდას. ჩვენთან შენი ენერგია ფასობს, ინიციატივა აღინიშნება, ხოლო განვითარება — სისტემატურად მხარდაჭერილია. შემოუერთდი გუნდს, სადაც პროგრესი ყოველდღიურია. 
 
პროკრედიტ ბანკი აცხადებს ვაკანსიას ლოიალურობის პროგრამის მართვის მენეჯერის პოზიციაზე
 
ძირითადი მოვალეობები: 
  • საცალო მომხმარებლებისთვის ლოიალობისა პროგრამების დიზაინი, განვითარება და მართვა, ბანკის სტრატეგიულ მიზნებთან შესაბამისობაში. 
  • დაკავშირებულ მხარეებთან/განყოფილებებთან(მარკეტინგი, IT, ციფრული არხები, ქოლ-ცენტრი) თანამშრომლობა ლოიალურობის პროგრამის სათანადო დანერგვის უზრუნველსაყოფად. 
  • ბაზარზე არსებული კომპანიების იდენტიფიცირება და მათთან პარტნიორული ურთიერთობების დამყარება, ლოიალობის შეთავაზების შესაქმნელად; 
  • ლოიალურობის პროგრამის ფარგლებში პარტნიორ კომპანიებთან ერთობლივი კამპანიების დაგეგმვა, განხორციელება და მონიტორინგი; 
  • პარტნიორებთან კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ეფექტური მართვა; 
  • ბაზრისა და მომხმარებელთა მონაცემების ანალიზი სეგმენტზე მორგებული შეთავაზებების იდენტიფიცირებისთვის. 
  • ბანკის კლიენტებისთვის სპეციალური შეთავაზებების შექმნა და უზრუნველყოფა; 
  • ბაზრის ტენდენციების და კონკურენტული გარემოს ანალიზი ლოიალურობის პროგრამის გაუმჯობესების მიზნით; 
  • კამპანიების შედეგების ანალიზი და შესაბამისი ანგარიშების მომზადება 
  
მოთხოვნები: 
  • უმაღლესი განათლება; 
  • საბანკო, ფინანსურ ან გაყიდვების სფეროში სამუშაო გამოცდილება 
  • საბანკო პროდუქტების და პროცესების ცოდნა; 
  • ეფექტური კომუნიკაციისა და მოლაპარაკების უნარები; 
  • გამართული წერითი და ვერბალური კომუნიკაცია ქართულ ენაზე; 
  • მსგავს პოზიციაზე მუშაობის  გამოცდილება ჩაითვლება უპირატესობად; 
  • ინგლისური ენის ცოდნა მინ.B1 დონეზე; 
  • საოფისე კომპიუტერული პროგრამების ცოდნა; 
 
 ჩვენი იდეალური კანდიდატი: 
  • მოტივირებული; 
  • პასუხისმგებლიანი; 
  • შედეგებზე და განვითარებაზე ორიენტირებული; 
  • გუნდურ გარემოში ეფექტურად მომუშავე; 
 
დაინტერესდი? გაგზავნე შენი რეზიუმე ვაკანსიის დასახელებით — ლოიალურობის პროგრამის მართვის მენეჯერი” შემდეგ ელ. ფოსტაზე:  geo.hr.department@procredit-group.com 
გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ დაკავშირება მოხდება მხოლოდ შერჩეულ კანდიდატებთან. 
განცხადების მიღების ბოლო ვადაა: 29/05/2025 
 
 რეზიუმეს გამოგზავნით თქვენ ეთანხმებით, რომ თქვენი პერსონალური მონაცემები დამუშავდება (მათ შორის შესაძლოა გადაეცეს პროკრედიტ ჯგუფში შემავალ სხვა ქვეყნებს) სს „პროკრედიტ ბანკის“ მიერ, მონაცემთა დაცვის საერთაშორისო სტანდარტებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად. პერსონალური მონაცემების დამუშავების მიზანია კანდიდატის შესაბამისობის დადგენა არსებულ და/ან სამომავლო ვაკანსიის მოთხოვნებთან, დასაქმების თაობაზე გადაწყვეტილების მიღების მიზნით და შეინახება არაუმეტეს 6 [ექვსი] თვის ვადით.  
გაცნობებთ, რომ უფლება გაქვთ მიიღოთ ინფორმაცია თქვენ შესახებ დამუშავებულ მონაცემთა თაობაზე, მოითხოვოთ მონაცემების გასწორება, განახლება, დამატება, დაბლოკვა, წაშლა და/ან განადგურება, რისთვისაც უნდა მოგვმართეთ შემდეგ ელ-ფოსტაზე: geo.hr.department@procredit-group.com 
 
სს“პროკრედიტ ბანკი“ კანდიდატთა შერჩევის პროცესს ახორციელებს დისკრიმინაციის ყველა ფორმით აღმოფხვრის შესახებ კანონის მოთხოვნათა და პირთა მიმართ თანაბარი მოპყრობის პრინციპების დაცვით და გამორიცხავს პირთა მიმართ დისკრიმინაციას ნებისმიერი ნიშნით. დისკრიმინაციისგან დაცვა ასევე უზრუნველყოფილია შრომითი ურთიერთობის ნებისმიერ ეტაპზე. 
თქვენ მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის ვარაუდის შემთხვევაში შეგიძლიათ მოგვმართოთ : 2 20 22 22 ; geo.info@procredit-group.com